USD 2.7234
EUR 3.1695
RUB 3.5031
თბილისი
სააკაშვილის ამერიკელი ადვოკატი: გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა, მესამე პრეზიდენტის მიმართ ფიზიკურ ანგარიშსწორებას გამოიწვევს
თარიღი:  997

მიხეილ სააკაშვილის ამერიკელი ადვოკატი ჯონ სენდვიჯი იუსტიციისა და ჯანდაცვის მინისტრებს მიმართავს, რომ დაუყოვნებლივ გადაიყვანონ საქართველოს მესამე პრეზიდენტი სამოქალაქო კლინიკაში, რადგან, მისი თქმით, გლდანის მე-18 დაწესებულების ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა საფრთხის შემცველია.

ჯონ სენდვიჯი აღნიშნავს, რომ პაციენტის გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა სავარაუდოდ, სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს პატიმრობაში მყოფი პირების მხრიდან, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართ ფიზიკურ ანგარიშსწორებას გამოიწვევს.

„ჩვენ გამოვხატავთ ღრმა შეშფოთებას მისი პატიმრობის პირობებთან და იმ სამედიცინო დახმარების არაადეკვატურობასთან დაკავშირებით, რომელსაც უწევთ. პრეზიდენტ სააკაშვილის დაკავება, როგორც ჩანს, არღვევს არა მხოლოდ თქვენს ნაკისრ ვალდებულებას, არამედ საერთაშორისო კანონსაც.

 

როგორც მოგეხსენებათ, სახელმწიფოს ვალდებულებაა, რომ უზრუნველყოს იმ პირთა კეთილდღეობა, რომლებიც პატიმრობაში იმყოფებიან. ეს ვალდებულება ვრცელდება დაკავებულის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დასაცავად საკმარისი სამედიცინო დახმარების გაწევაზე.

სამწუხაროდ, პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი დაკავების შემდეგ, სტაბილურად უარესდება. მიუხედავად მისი ჯანმრთელობის საგანგაშო გაუარესებისა, იუსტიციის მინისტრი უარს ამბობს, მის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანაზე. ამის ნაცვლად, პრეზიდენტი სააკაშვილი რჩება რუსთავის საპატიმროში - დაწესებულებაში, რომელიც მოუმზადებელია გადაუდებელი სამედიცინო დახმარებისთვის ან იმისთვის, რომ უზრუნველყოს მისი ჯანმრთელობა და უსაფრთხოება.

ვიცით, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი შიმშილობს. თუმცა, ეს შიმშილობა არ ათავისუფლებს საქართველოს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით ნაკისრი სამართლებრივი ვალდებულებისგან.
გვესმის, რომ იუსტიციის მინისტრი აპირებს, პრეზიდენტი სააკაშვილი მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანოს. როგორც მაღალი დონის პატიმარი, ეს შეუსაბამოა.

ეს გადაყვანა სავარაუდოდ, გამოიწვევს პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ ფიზიკურ ანგარიშსწორებას მისი პრეზიდენტობის დროს პატიმრობაში მყოფი პირების მხრიდან, ასევე დაექვემდებარება პრეზიდენტ სააკაშვილის უხარისხო სამედიცინო მომსახურებას. ეს დაარღვევს საქართველოს ვალდებულებებს, პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და დაცვის შესახებ.

ჩვენს შეშფოთებას აძლიერებს პრეზიდენტ სააკაშვილის პატიმრობის უაღრესად პოლიტიკური ხასიათი. მისი დაკავების საეჭვო გარემოებებისა და წინასწარი ნასამართლობის გათვალისწინებით. სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მისი კეთილდღეობის დაცვაზე გაზრდილია და კიდევ უფრო მეტად შემაშფოთებელია.

იმისათვის, რომ შეასრულოთ ნაკისრი ვალდებულებები და საერთაშორისო სამართლის მანდატები ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებით, თქვენ დაუყოვნებლივ უნდა გადაიყვანოთ პრეზიდენტი სააკაშვილი სამოქალაქო საავადმყოფოში, ან, უფრო შესაბამისი იქნებოდა, რომ გაათავისუფლოთ ის უკანონო და პოლიტიკურად მოტივირებული პატიმრობიდან. ჩვენ ველით თქვენს დადასტურებას, რომ მსგავსი ზომები მიღებული იქნება“, - აცხადებს ადვოკატი.

თბილისი
ვაკის გამგეობა - უხვი ნალექით გამოწვეული პრობლემების მოგვარება ვაკის რაიონში 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს
უხვი ნალექით გამოწვეული პრობლემების მოგვარება ვაკის რაიონში 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. გამგეობის წარმომადგენლები, საქალაქო სამსახურებთან და კონტრაქტორ კომპანიებთან ერთად, მონიტორინგსა და ადგილზე შესაბამის სამუშაოებს ახორციელებენ.
 
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობს შიდა ქუჩების თოვლისგან დასუფთავება, საერთო ჯამში, რეაგირება განხორციელდა რამდენიმე ათეულ ქუჩაზე, სადაც მოსახლეობის გადაადგილება განსაკუთრებით პრობლემური იყო.
 
ამ დროისთვის, 50-მდე ქუჩაზე გზა გასუფთავებულია, ხოლო 20-ზე მეტ მისამართზე სამუშაოები დაგეგმილია
.
ასევე, აქტიურად მიმდინარეობს დაზიანებული, საფრთხის შემცველი ხეების სხვლა, დამუშავება და გატანა. მერიის ცხელი ხაზის და საგანგებო სამსახურის, 112-ის საშულებით, დაახლოებით, 200-ზე მეტი შეტყობინება შემოვიდა.
 
მოსახლეობას შევახსენებთ, რომ საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ დარეკოთ მერიის ცხელ ხაზზე, ნომერზე 032 2 72 22 22.
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის