საქართელოს მესამე პრეზიდენტი მოქმედ ხელისუფლებას მიმართავს და მისთვის ხელისუფლების წარმომადგენლის დროებითი სტატუსის მინიჭებას სთხოვს. როგორც ერთიან ნაციაონალურ მოძრაობაში განმარტავენ, სააკაშვილს აქვს საჭირო რესურსი და კონტაქტები იმისთვის, რომ აშშ-ს, ევროპული სახელმწიფოების და საერთაშორისო ორგანიზაციების ლიდერებთან მოლაპარაკებები აწარმოოს და საქართველოს ეკონომიკური კრიზისის დაძლევაში დაეხმაროს.
"გთავაზობთ გამომიყენოთ უცხოური დახმარების მისაღებად. მოვივლი ყველა ევროპულ დედაქალაქს, ბევრ საერთაშორისო ფინანსურ ორგანიზაციებს. დონალდ ტრამპი თავის მეგობრად მაცხადებდა ბოლო წლები, ევროპის ლიდერებს ყველას ვიცნობ. მოდით, იურიდიულ კამათზე, შემოდგომამდე დავაწესოთ მორატორიუმი, მომეცით საქართველოს ხელისუფლების დროებითი წარმომადგენლის სტატუსი, დამახმარეთ საელჩოები და მათი ოფიციალური პირები და გპირდებით იმდენ დახმარებას ჩამოვიტან, რომ საქართველოს ეკონომიკა გადარჩეს. მე ეს ერთხელ უკვე გავაკეთე და კიდევ შემიძლია გავაკეთო. მომენატრა ჩემი ერისთვის რაიმის გაკეთება და ახლა ამის საჭიროება არის, ფიზიკური გადარჩენის საფრთხის წინაშე ვართ. ახლა საქართველოსკენ დიდი შიმშილის, დიდი გაჭირვების ტალღა მოდის და ეს რომ ავიცილოთ, მომეცით სტატუსი და დახმარების საშუალება", - აცხადებს სააკაშვილი.