მიუხედავად იმისა, რა მდგომარეობაში ჩამაყენეთ, ვერ გამაბოროტეთ და ვერც გამაბოროტებთ, - ამის შესახებ ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, შინაგანად თავს ძალიან კარგად გრძნობს.
„საქართველოს გადასარჩენად ძალიან რთულ პერიოდში ვართ, ძალიან საპასუხისმგებლო პერიოდში ვართ და ამ პირობებში უნდა შევძლოთ საერთო ენის გამონახვა, მიუხედავად ყველაფრისა.
მინდა მივესალმო, რომ ნიკა გვარამია გამოუშვეს და ძალიან მიყვარს ნიკა, მაგრამ ჩვენ ვართ პოლიტპატიმრები და რაც მთავარია, ეს არის პირდაპირი შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ. ეს არის ის, რაც მთლიანად ამახინჯებს და ანგრევს ქართულ პოლიტიკურ პროცესს და ეს ყველამ იცის, მსოფლიომ იცის და იმიტომ აქვს მხარდაჭერა ევროპარლამენტის რეზოლუციებში, ამიტომ არის განცხადებები - დიდი მადლობა მათ ყველას, მაგრამ საბოლოო ჯამში თქვენ უნდა გადაწყვიტოთ ქართველმა ხალხმა. ძალიან მიხარია, რომ მომეცა საშუალება მომემართა, ბოდიში, რომ ამ ფორმაში ვარ, ამ მდგომარეობამდე მიმიყვანეს, მაგრამ იცოდეთ, რომ შინაგანად ძალიან მაგრად ვარ და მიუხედავად ყველაფრისა, საქართველო იქნება ერთიანი ქვეყანა“, - განაცხადა სააკაშვილმა.
ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.
როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.
ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.