USD 2.6462
EUR 3.0177
RUB 3.4052
თბილისი
სააკაშვილი - მიუხედავად იმისა, რა მდგომარეობაში ჩამაყენეთ, ვერ გამაბოროტეთ და ვერც გამაბოროტებთ
თარიღი:  565

მიუხედავად იმისა, რა მდგომარეობაში ჩამაყენეთ, ვერ გამაბოროტეთ და ვერც გამაბოროტებთ, - ამის შესახებ ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, შინაგანად თავს ძალიან კარგად გრძნობს.

„საქართველოს გადასარჩენად ძალიან რთულ პერიოდში ვართ, ძალიან საპასუხისმგებლო პერიოდში ვართ და ამ პირობებში უნდა შევძლოთ საერთო ენის გამონახვა, მიუხედავად ყველაფრისა.

მინდა მივესალმო, რომ ნიკა გვარამია გამოუშვეს და ძალიან მიყვარს ნიკა, მაგრამ ჩვენ ვართ პოლიტპატიმრები და რაც მთავარია, ეს არის პირდაპირი შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ. ეს არის ის, რაც მთლიანად ამახინჯებს და ანგრევს ქართულ პოლიტიკურ პროცესს და ეს ყველამ იცის, მსოფლიომ იცის და იმიტომ აქვს მხარდაჭერა ევროპარლამენტის რეზოლუციებში, ამიტომ არის განცხადებები - დიდი მადლობა მათ ყველას, მაგრამ საბოლოო ჯამში თქვენ უნდა გადაწყვიტოთ ქართველმა ხალხმა. ძალიან მიხარია, რომ მომეცა საშუალება მომემართა, ბოდიში, რომ ამ ფორმაში ვარ, ამ მდგომარეობამდე მიმიყვანეს, მაგრამ იცოდეთ, რომ შინაგანად ძალიან მაგრად ვარ და მიუხედავად ყველაფრისა, საქართველო იქნება ერთიანი ქვეყანა“, - განაცხადა სააკაშვილმა.

საზოგადოება
კათოლიკოს-პატრიარქმა აბიტურიენტები დალოცა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ აბიტურიენტები დალოცა და საჩუქრად ჯვრები გადასცა.

მანამდე, პატრიარქმა თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში წირვა აღავლინა.

ღვთისმსახურება თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო.

 ძვირფასო აბიტურიენტებო, გლოცავთ დიდი სიყვარულით, გისურვებთ ღვთის შეწევნას და წარმატებას მისაღებ გამოცდებში. გახსოვდეთ, რომ ცოდნა დიდი საუნჯეა, რომელიც ადამიანს ამაღლებს - ასე მიმართა აბიტურიენტებს შიო მესამე

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის