USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
Тбилиси
სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ USAID-ის მხარდაჭერით ქართული ექსპორტიორი კომპანიებისთვის ახალი პროგრამა დაიწყო
дата:  1939

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინიციატივითა და USAID-ის მხარდაჭერით ქართული ექსპორტიორი კომპანიებისთვის უცხოელ შემსყიდველებთან დაკავშირების და პროდუქციის რეალიზაციის ახალი პროგრამა დაიწყო, რომელიც საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია „OCO Global“-ის ჩართულობით ხორციელდება. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს ქართულ კომპანიებს ახალი უცხოური ბაზრების ათვისებაში. პროგრამა ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება და მასში 50 ქართული კომპანია მიიღებს მონაწილეობას.

„პროგრამა რამდენიმე სამიზნე სექტორს მოიცავს, მათ შორის: საფეიქრო ინდუსტრია, (ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ტყავის პროდუქტები, აქსესუარები და სამკაული), შესაფუთი მასალები, სათამაშოები, ცხოველისა და ფრინველის საკვები დანამატები/ვეტერინარია და ელექტრო ნაწილები.

ექსპორტის საბაზრო კავშირების ახალ პროგრამაში მონაწილე კომპანიები პროგრამის ფარგლებში შეძლებენ ისარგებლონ სხვადასხვა სერვისით, მათ შორის მარკეტინგული მხარდაჭერით (ბაზრის კვლევა, მომხმარებელთა და კონკურენტების ანალიზი, ბაზარზე შეღწევის სტრატეგია, საერთაშორისო შემსყიდველების იდენტიფიცირება), რაც ხელს შეუწყობს მათი პროდუქციის უცხოურ ბაზარზე გაყიდვებს და სწორ პოზიციონირებას.

მონაწილეებს ასევე ჩაუტარდებათ ვორქშოპები, იმაზე თუ როგორ წარადგინონ საკუთარი პროდუქცია საერთაშორისო ბაზარზე, როგორ დაუკავშირდნენ შემსყიდველებს და გაზარდონ გაყიდვები.

პროგრამის ფარგლებში, 4-6 სექტემბერს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და საკონსულტაციო კომპანია OCO-ის წარმომადგენლები ბენეფიციარ კომპანიებს ეწვევიან და ადგილზე გაეცნობიან საწარმოო პროცესს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

мир
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати