USD 2.7503
EUR 3.1249
RUB 3.3429
Tbilisi
რვა ევროპარლამენტარის ერთობლივ განცხადება - ისტორიული მიღწევისთვის დამსახურება ეკუთვნის მხოლოდ ქართველ ხალხსა და ზოგიერთ ქართველ პოლიტიკურ ლიდერს, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტს
Date:  532

ისტორიული მიღწევისთვის დამსახურება ეკუთვნის მხოლოდ ქართველ ხალხსა და ზოგიერთ ქართველ პოლიტიკურ ლიდერს, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტს. ამის შესახებ 8 ევროპარლამენტარის ერთობლივ განცხადებაში არის ნათქვამი.

ევროპარლამენტარებია აღნიშნავენ, რომ ჯერ კიდევ არის ერთი ნაბიჯი ევროკავშირის კანდიდატობამდე და ვითარების მონიტორინგს გააგრძელებენ.

“საქართველო ევროპაა და ქართველები ევროპელები არიან. ეს ფაქტი ევროკომისიის მიერ მის ყოველწლიურ გაფართოების ანგარიშში კიდევ ერთხელ იქნა აღიარებული. ჩვენ, საქართველოს მეგობრები ევროპარლამენტში, მტკიცედ ვუჭერთ მხარს ევროკომისიის რეკომენდაციას საქართველოს პირობებით მიეცეს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. საქართველოს მთავრობის ნების არ ქონის მიუხედავად, გაეტარებინა ევროკომისიის თორმეტი რეკომენდაცია და ქვეყნის საგარეო პოლიტიკა ევროკავშირს დაუახლოვოს, ქართველი ხალხის, ზოგიერთი ქართველი პოლიტიკური ლიდერის, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტის, და საქართველოს ბევრი საჯარო მოხელის სურვილმა დაამტკიცა, რომ უფრო ძლიერია და მათი ევროპულობა უფრო გამძლეა. მათ, და მხოლოდ მათ, ეკუთვნით დამსახურება ამ ისტორიული მიღწევისთვის.

ჯერ კიდევ არის ერთი ნაბიჯი ევროკავშირის კანდიდატობამდე. ვაგრძელებთ ვითარების მონიტორინგს და ბევრს ვმუშაობთ, რათა დავრწმუნდეთ, რომ ევროკომისიისა და ევროპარლამენტის მიერ გამოხატული მხარდაჭერა 2023 წლის დეკემბერში ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებაში იქნება ასახული”, - წერია განცხადებაში.

აღნიშნული განცხადების ხელმომწერები არიან ევროპარლამენტარები - პეტრას აუსტრევიჩიუსი, ვიოლა ფონ კრამონი, ანა ფოტიგა, მიხაეილ გალერი, მარკეტა გრეგოროვა, რასა იუკნევიჩიენე, ანდრიუს კუბილიუსი და სვენ მიქსერი.

culture
კულტურის სამინისტრომ დათო დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way