რუსეთის ეროვნული ვალუტა მკვეთრ გაუფასურებს განაგრძობს - ამჟამად ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 95 რუბლს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთწლიან პერიოდში რუბლი 33%-ით გაუფასურდა.
ეროვნული ვალუტის მკვეთრად გაუფასურების ფონზე, გასულ თვეს რუსეთის ცენტრალური ბანკი იძულებული გახდა რეფინანსირების განაკვეთი 100 საბაზო პუნქტით, 8.5%-იან ნიშნულამდე გაეზარდა. მოგეხსენებათ, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება ეროვნული ვალუტის გაუფასურების პროცესს, გარკვეულწილად, აფერხებს.
საქმე ისაა, რომ ევგენი პრიგოჟინის სამხედრო აჯანყების შემდეგ, რუსეთის ეროვნულმა ვალუტამ მკვეთრი გაუფასურება დაიწყო. ეს პროცესი კი განსაკუთრებით დაჩქარდა მას შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაცია მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებიდან გავიდა და შავი ზღვის რეგიონში უკრაინული სასოფლო-სამეურნეო საქონლის გადაზიდვა შეიზღუდა.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.