USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
Тбилиси
რუსული მედია: ბოლო გაფრთხილება ჩინეთის გამო: საქართველოს ხელისუფლებაში პეკინთან დაკავშირებით წაკინკლავდნენ
дата:  621

რუსეთის ფედერალურ გაზეთ „იზვესტიაში“ (Известия) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ბოლო გაფრთხილება ჩინეთის გამო: საქართველოს ხელისუფლებაში პეკინთან დაკავშირებით წაკინკლავდნენ“ (ავტორი - იგორ კარმაზინი).

პუბლიკაციაში გადმოცემული და განხილულია ქართულ პოლიტიკაში ამას წინათ მომხდარი ინციდენტი, როცა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ფრანგული ტელეარხისათვის მიცემულ ინტერვიუში ჩინეთის ლიდერის მიმართ არადიპლომატიური დამოკიდებულება გამოხატა. ჟურნალისტის კითხვაზე - შეიძლება თუ არა ოდესმე სი ძინპინი გასამართლდესო, სალომე ზურაბიშვილი პასუხობს: „ვფიქრობ, რომ ეს ისეთი ლოგიკური შედეგი იქნებოდა, რომელიც ბევრს თავის ადგილს მიუჩენდა. ვთვლი თუ არა ასეთ სცენარს რეალისტურად? არა, არ ვთვლი“.

„მმართველ პარტიაში პრეზიდენტის ასეთმა თვალსაზრისმა მძაფრი უკმაყოფილება გამოიწვია - პოლიტიკოსები შეეცადნენ სალომე ზურაბიშვილის განცხადების დეაზავუირებას, პეკინს ბოდიში მოუხადეს და თბილისში აკრედიტებულ ჩინეთის ელჩს შეხვდნენ“, - ნათქვამია სტატიაში, - ოპოზიციაში კი ამ მხრივ თვალსაზრისები გაიყო: ზოგიერთებმა პრეზიდენტს ურჩიეს, რომ მსგავს საკითხებზე საუბრისას სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს, სხვებმა კი ჩათვალეს, რომ არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა - მაგალითად, პარლამენტის ყოფილი ლიდერის დავით უსუფაშვილის თქმით, მსოფლიოს ბევრ ლიდერს სი ძინპინის მიმართ იგივე პოზიცია აქვს: „ჩინეთში უიღურების უფლებები ირღვევა და ამიტომ პეკინელ ლიდერებს ნამდვილად უნდა დაეკისროთ პასუხისმგებლობა“.

და ეს ხდება იმ დროს, როცა მცირე ხანია გასული ჩინეთში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტიდან და სი ძინპინთან შეხვედრიდან. აღსანიშნავია, რომ პეკინში, ჩინეთის ტელევიზიისათვის მიცემულ ინტერვიუში ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ სი ძინპინს სანიმუშო ლიდერად და ბრძენ ადამიანად თვლის, „რომელიც თავისი დიდი ხალხისთვის დიდ საქმეებს აკეთებს“.

პუბლიკაციაში საკმაოდ ფართოდა გადმოცემული საქართველო-ჩინეთის ურთიერთობის ამჟამინდელი მდგომარეობა, სავაჭრო-ეკონომიკური მაჩვენებლები (ვაჭრობის მოცულობა ბოლო ათ წელიწადში გაორმაგდა - 640 მილიონი დოლარიდან 1,6 მილიარდამდე. მიმდინარე წლის ბოლოს, როგორც ჩანს, ორმხრივი ვაჭრობა კიდევ უფრო გაიზრდება და რეკორდულ ნიშნულს მიაღწევს. საქართველოში ჩინური კაპიტალის მქონე 200 კომპანია მოქმედებს).

საქართველო ჯერ კიდევ 2015 წელს ჩაერთო ჩინურ პროექტში „ერთი გზა - ერთი სარტყელი“. თბილისი იმედოვნებს, რომ ჩინური პროდუქციის ევროპაში გადაზიდვისათვის ერთგვარი ჰაბი გახდეს „შუა დერეფნის“ („შუალედური გზის“) სახით, ამ მიზნით ახდენს თავისი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის, მათ შორის ანაკლიის ნავსადგურის მოდერნიზაციას შავ ზღვაზე. საქარტველოში უკვე ჩინეთისათვის უკვე შექმნილია თავისუფალი ვაჭრობის ზონები. ჩინელი ტურისტების მიზიდვისათვის თბილისმა „ცისქვეშეთის“ მოქალაქეებისათვის უვიზო რეჟიმი შემოიღო, იზრდება ავიამიმოსვლის (ავიარეისების) სიხშირე თბილისიდან ჩინეთის სხვადასხვა ქალაქებში.

ამ ყველაფერზე აშშ და ევროკავშირი ნერვიულ რეაგირებას ახდენს. მაგალითად, აშშ-ის ელჩმა საქართველოში რობინ დანიგანმა განაცხადა, რომ თბილისისა და პეკინის მეგობრობას არასასურველად თვლის. „ჩვენ ვაღიარებთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მაგრამ მსგავსი მიდგომა ჩინეთის პოლიტიკაში არ ჩანს. გარდა ამისა, ჩინეთი სულ უფრო უახლოვდება რუსეთს, რომელსაც საქართველოს ორი რეგიონი აქვს ოკუპირებული. ჩინეთთან ურთიერთობის განვითარების წინააღმდეგ გამოდის პროდასავლური ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილიც, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სახით.

რას ამბობენ რუსი ექსპერტები?

ანდრეი არეშევი, რუსეთის სტრატეგიული პოლიტიკისა და კულტურის ფონდის ექსპერტი, აღნიშნავს, რომ აშშ და ევროკავშირი თბილის-პეკინის ურთიერთობის დამუხრუჭებას შეეცდება:

„არ გამოვრიცხავ, რომ დასავლეთი განიზრახავს საქართველოში საზოგადოებრივ- პოლიტიკური სიტუაციის დაძაბვას, რათა დაამუხრუჭოს ან საერთოდ არ დაუშვას საქართველოს დაახლოება ჩინეთთან და რუსეთთან. შესაძლოა უახლოეს თვეებში ჩვენ არაკონსტიტუციური ცვლილებების მოწმენი გავხდეთ. იმ დროს, როცა ოპოზიციის ყოფილი ლიდერი, ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკანა პლანზეა გადასული, დესტრუქციული ძალების მთავარი რუპორი ამჟამინდელი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ხდება. ვფიქრობ, მისი ამასწინანდელი ანტიჩინური განცხადებაც შემთხვევითი არ არის, იგი თავისი ქმედებით საზოგადოებრივ განწყობას ამზადებს სამომავლო მოვლენებისათვის“.

ვადიმ მუხანოვი, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის კავკასიის სექტორის გამგე, ამბობს, რომ თავისი განცხადებებით სალომე ზურაბიშვილი პირადი პოლიტიკური პერსპექტივის საკითხებს წყვეტს.

„მომავლი წლის შემოდგომაზე მას საპრეზიდენტო უფლენამოსილების ვადა უმთავრდება. როგორც ჩანს, იგი ახლა თავისი საკუთარი მომავლის საკითხებს აგვარებს. სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში დაიბადა და გაიზარდა, მისთვის ფრანგული ენა მშობლიურ ენას წარმოადგენს - 20 წლის განმავლობაში იგი ქართველი ხალხისთვის შინაური ვერ გახდა, ქართველებმა იგი ვერ გაითავისეს. სავარაუდოდ, სკანდალური განცხადებები მის პირად ინტერესებს ემსახურება. პრეზიდენტს სურს, რომ დასავლეთის თვალში დევნილი პროევროპული პოლიტიკოსის იმიჯი ჰქონდეს, რასაც შემდეგ საერთაშორისო არენაზე თავის სასარგებლოდ გამოიყენებს. მე მის სიტყვებში ვერავითარ გლობალურ კონტექსტს ვერ ვხედავ“.

წყარო: https://iz.ru/1606287/igor-karmazin/poslednee-kitaiskoe-vlasti-gruzii-peressorilis-iz-za-otnoshenii-s-knr

მოამზადა სიმონ კილაძემ

Тбилиси
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

более
голосование
Кстати