USD 2.6802
EUR 3.1374
RUB 3.6596
Tbilisi
რუსული ფლოტის გემები უკვე ოჩამჩირეშია
Date:  757

რუსული ფლოტის გემები უკვე ოჩამჩირეშია. ოკუპირებული ყირიმიდან კრემლს საკუთარი ხომალდები ოკუპირებულ აფხაზეთში გადაჰყავს. უკრაინელების სარაკეტო იერიშებმა, სევასტოპოლის დაბომბვამ და კრეისერ "მოსკოვის" გარდა სხვა რუსული ხომალდების ჩაძირვამ, აიძულა მოსკოვი ქართულ ქალაქ ოჩამჩირეში ძველი პორტი განეახლებინა და შავი ზღვის ფლოტის ბაზად ექცია. ყირიმიდან გამოქცეული რუსები ახლა სწორედ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შეაფარებენ თავს.

მაგრამ ეს მშვიდობა რუსებისთვის ხანგრძლივი არ იქნება. ფლოტს, რომლის დაკარგვის შიშითაც პუტინი დისლოკაციის ადგილს უცვლის, ვოლოდიმერ ზელენსკი ჰპირდება, რომ თვდასხმები არ შეწყდება. მათ შორის შესძლოა ოჩამჩირეშიც. ოკუპირებულ აფხაზეთში, ოჩამჩირის პორტში სამხედრო საზღვაო ხომალდების შეყვანით ეს ტერიტორია უკრაინელების შეტევის ლეგიტიმურ სამიზნედ იქცა.

tbilisi
თელასი - თბილისის რომელ ქუჩებს გაეთიშებათ დენი 14 მაისს?

ქსელში გადართვების გამო 14 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ხაზინის, იყალთოს, ზურაბ ქაფიანიძის, პანკისის, ზაურ ბოლქვაძის, მელიტონ და ანდრია ბალანჩივაძეების, ალმასიანის, მერაბ ალექსიძის, ვიქტორ დოლიძის, ბერბუკის, მერაბ კოსტავას, გურამ ბზვანელის და პავლე ასლანიდის ქუჩების ოსახლეობას.   

 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო

სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way