USD 2.7000
EUR 3.1450
RUB 3.3636
Tbilisi
რუსთავში ზაზა ფაჩულიას სახელობის საკალათბურთო მოედანი გაიხსნა
Date:  632
რუსთავის მერიის და კომპანია ,,გალფის" ერთობლივი პროექტის ფარგლებში, რუსთავში, მე-19 მიკრორაიონში, ზაზა ფაჩულიას სახელობის საკალათბურთო მოედანი გაიხსნა.
 
სპორტული მოედნის მიმდებარედ, რუსთავის მერიამ ახალი რეკრეაციული სივრცეც მოაწყო.
 
ახალი მოედანი, საერთაშორისო საკალათბურთო სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს და აღჭურვილია მაღალი ხარისხის თანამედროვე საფარით.
საკალათბურთო მოედანი რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ და ზაზა ფაჩულიამ, გალფის დამფუძნებელ ვანო ნაკაიძესთან და კომპანია ,,გალფის" გენერალურ დირექტორთან ქრეიგ კრამერთან ერთად გახსნა. საკალათბურთო კორტის გახსნას, საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების" წევრები და მიმდებარე ტერიტორიის მოსახლეობაც დაესწრნენ.
 
კომპანია გალფმა უკვე გახსნა საკალათბურთო მოედნები თბილისში, გორში და სენაკში. შემდეგი მოედნის გახსნა, ქალაქ ქუთაისში იგეგმება. ჯამში კომპანია გალფი მთელი საქართველოს მასშტაბით 20 კორტის მშენებლობას გეგმავს.
tbilisi
ლოტკინისა და ზღვისუბნის დასახლებებში რეკრეაციული სივრცეები მოეწყობა

ნაძალადევის რაიონს რეკრეაციული სივრცეები შეემატება, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე და აღნიშნა, რომ შესაბამისი სამუშაოები ლოტკინის დასახლებაში, ხუდადოვის ქ. N102-თან განხორციელდება.

მისი თქმით, ინფრასტრუქტურული და გამწვანების სამუშაოები ნახევარ ჰექტარ ფართობ ტერიტორიაზე შესრულდება.

„მოეწყობა სპორტული მოედანი, დამონტაჟდება საბავშვო-გასართობი ატრაქციონები, მოსასვენებელი სივრცეები, ტრენაჟორები და ვიდეომონიტორინგის კამერები. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე. ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება, რომლის დასრულებისთანავე გამარჯვებული კომპანია სამუშაოებს დაიწყებს. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 800 000 ლარი გამოიყოფა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის ინფორმაციით, კიდევ ერთი სკვერი ზღვისუბნის დასახლებაში, მე-3 მიკრორაიონში, მე-5 კვარტლის N25 კორპუსის მიმდებარედ მოეწყობა.

„აღნიშნული ტერიტორიაც სრულად მოწესრიგდება. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, მოეწყობა სარწყავი სისტემა, განათების ქსელი, დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები და მოსასვენებელი სივრცეები. რა თქმა უნდა, განთავსდება სკვერისთვის საჭირო ყველა სხვა ინფრაქტრუქტურა. არაფერი უხდება ჩვენს დედაქალაქს ისე, როგორც მწვანე სივრცეები. შესაბამისად, მომდევნო წლების განმავლობაში ბევრ საინტერესო პროექტს შევთავაზებთ დედაქალაქის მოსახლეობას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისი თქმით, პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 1 200 000 ლარი დაიხარჯება.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way