USD 2.7066
EUR 3.1277
RUB 3.2896
თბილისი
რუსთავში უეფას IV კატეგორიის სტანდარტების საფეხბურთო სტადიონის პროექტირება აქტიურად მიმდინარეობს
თარიღი:  359

რუსთავში უეფას IV კატეგორიის სტანდარტების საფეხბურთო სტადიონის პროექტირება აქტიურად მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურის მინისტრის, რევაზ სოხაძის განცხადებით, სამინისტროსთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ფუნქციურად გამართული სპორტული ობიექტების მშენებლობა, არამედ ქალაქებში ახალი არქიტექტურული ღირებულების მქონე ინფრასტრუქტურის გაჩენა.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია არამხოლოდ ფუნქციურად სპორტული ობიექტების აშენება, არამედ ჩვენს ქალაქებში ახალი არქიტექტურული ღირებულების მქონე ობიექტების გაჩენა. სწორედ ამას ემსახურება ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გამოცხადებული არქიტექტურული კონკურსები. კონკურსებში აქტიურად არიან ჩართულნი დარგის სპეციალისტები — არქიტექტორები, ხელოვნებათმცოდნეები და თვითმმართველობის წარმომადგენლები. გადაწყვეტილება მიიღება ერთობლივად, თუ რომელი არქიტექტურული ნამუშევარია საუკეთესო. იმედი მაქვს, რომ რუსთავში მივიღებთ არა მხოლოდ მნიშვნელოვან სპორტულ, არამედ მნიშვნელოვან არქიტექტურულ ობიექტსაც,“-განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა რუსთავში ახალი სტადიონის პროექტის განხილვის შემდეგ.

მუნიციპალური განვითარების ფონდი ქალაქ რუსთავში უეფას IV კატეგორიის სტადიონის პროექტირებაზე უკვე მუშაობს. ფონდის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული არქიტექტურული კომპანია „სტუდია 9“ ახალი სტადიონის პროექტს უეფას მოთხოვნების შესაბამისად მოამზადებს.

პროექტი ითვალისწინებს რუსთავის ცენტრალურ პარკთან არსებული, ამორტიზებული სტადიონის დემონტაჟს და მის ადგილას თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სპორტული კომპლექსის დაპროექტება-მშენებლობას.

ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ბექა ურუშაძემ და რუსთავის მუნიციპალიტეტის მერმა ნინო ლაცაბიძემ პროექტის დეტალები არქიტექტორებთან ერთად რუსთავის ძველი სტადიონის ტერიტორიაზე განიხილეს.

პროექტის მიზანია რუსთავის სპორტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და მისი სრულ შესაბამისობაში მოყვანა თანამედროვე ტექნიკურ მოთხოვნებთან. დაგეგმილია 8 000 მაყურებელზე გათვლილი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სტადიონის აშენება, რომელიც მოიცავს: ძირითადი სტადიონის არქიტექტურულ და საინჟინრო გადაწყვეტებს; სათადარიგო მოედანს; გასახდელებსა და საშხაპეებს; პრესისა და მედიის სივრცეებს; ავტოსადგომებს; განათებისა და უსაფრთხოების სისტემებს; სხვა აუცილებელ ინფრასტრუქტურულ კომპონენტებს.

მშენებლობის დასრულების შემდეგ სტადიონი შეძლებს უმასპინძლოს როგორც ჩემპიონთა ლიგის მატჩებს, ისე სხვა საერთაშორისო და ადგილობრივ ტურნირებს, მათ შორის ახალგაზრდულ და მასობრივ სპორტულ ღონისძიებებს.

მსოფლიო
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის