USD 2.6371
EUR 3.0147
RUB 3.4449
თბილისი
რუსთავში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრისა და 2 საფეხბურთო მოედნის მშენებლობა სრულდება
თარიღი:  946
ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორ ბექა ურუშაძესთან და რუსთავის მერ ნინო ლაცაბიძესთან ერთად, რუსთავში ტექნიკური სტადიონის მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო.
 
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქალაქ რუსთავში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრისა და ორი საფეხბურთო მოედნის მშენებლობას ასრულებს.
 
სამშენებლო სამუშაოებს საქართველოს მთავრობა 4.9 მილიონი ლარით აფინანსებს.
 
მშენებლობის ფარგლებში მოეწყო განათებით აღჭურვილი ორი ხელოვნურსაფარიანი საფეხბურთო მოედანი და ტექნიკური ცენტრი, რომელიც სრულად უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი ავეჯითა და მოედნების მოვლისთვის საჭირო ტექნიკით.
 
კომპლექსში ასევე მოეწყო გასახდელები, სველი წერტილები და სამეურნეო სათავსები.
 
200 მაყურებელზე გათვლილი სტადიონი სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.
 
ახალი ინფრასტრუქტურა ხელს შეუწყობს რუსთავსა და რეგიონში სპორტის ხელშეწყობასა და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.
საზოგადოება
დღეს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში სადღესასწაულო წირვას აღავლენს

დღეს, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III თორმეტი მოციქულის ხსენების დღესთან (სვეტიცხოვლობასთან) დაკავშირებით სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში სადღესასწაულო წირვას აღავლენს.

საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, ღვთისმსახურება 10:00 საათზე დაიწყება.

ამასთან, საპატრიარქოში განმარტავენ, რომ მღვდელმთავართა ავტომობილები, ტაძრის ეზოს ნაცვლად, გალავნის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება. ასევე, ქალაქი მცხეთა არ დაიკეტება და შესვლა თავისუფალი იქნება.

შეგახსენებთ, 13 ივლისს, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია და მართლმადიდებელი მრევლი „წმიდა დიდებულთა ათორმეტთა მოციქულთა კრებას", 12 მოციქულის ხსენებას, სვეტიცხოვლობას დღესასწაულობს.

სვეტიცხოვლობის დღესასწაული წელიწადში ორჯერ, 14 ოქტომბერს და 13 ივლისს აღინიშნება. 14 ოქტომბერს ეკლესია ქრისტეს კვართს იხსენიებს.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის