USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
Тбилиси
რუსთავში პირველი ,,ქუჩის ბაზარი“ მოეწყო
дата:  852

რუსთავის მერიისა და მეწარმეთა გაერთიანება STALL-ის ორგანიზებით, რუსთავში ქუჩის ბაზარი პირველად მოეწყო. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ახალგაზრდობის პარკში განთავსებულ პავილიონებში, საკუთარი ნაწარმის წარმოდგენისა და რეალიზაციის შესაძლებლობა, ადგილობრივ მცირე და საშუალო მეწარმეებს, ასევე სტარტაპერებს, ორი დღის განმავლობაში ჰქონდათ.

,,მცირე და საშუალო ბიზნესის, ასევე მათი მხრიდან, ვინც ახლახანს დაიწყო და სტარტაპის პროცესშია, იყო შემოთავაზება, თხოვნა, რომ მუნიციპალიტეტს მათთვის გარკვეული სივრცე მოგვენახა, სადაც საკუთარი პროდუქციის გამოფენა-გაყიდვას შეძლებდნენ. მიხარია, რომ ახალგაზრდული დეპარტამენტის ინიცირებით, დღეს მათ აქვთ შესაძლებლობა, რომ თითოეულ რუსთაველს გააცნონ ნივთები, რომელსაც ძალიან დიდი სიყვარულით ქმნიან“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

რუსთავის ქუჩის ბაზრის მონაწილეთა შერჩევა ონლაინ რეგისტრაციით მოხდა.

,,პროექტს ადგილობრივი მეწარმეების მხრიდან საკმაოდ დიდი გამოხმაურება ჰქონდა. ჩვენ 70-მდე აპლიკაცია მივიღეთ, მათგან 30 შეირჩა და სწორედ მათი მრავალფეროვანი პროდუქციაა დღეს წარმოდგენილი. ჩვენი მთავარი მიზანია, მათ მცირედით მაინც შევუწყოთ ხელი, რომ უფრო მეტი შესაძლებლობა ჰქონდეთ საკუთარი ბიზნესის განვითარების და მომავალში უფრო მეტი წარმატების მიღწევის“, - განაცხადა რუსთავის მერიის ახალგაზრდობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ანელი ჩხარტიშვილმა.

ქუჩის ბაზრის ორგანიზების მთავარი მიზანი, ადგილობრივი-ქართული ნაწარმის პოპულარიზაცია და მცირე მეწარმეების ხელშეწყობაა.

წყარო: https://www.facebook.com/RustaviCityHall/

 

Тбилиси
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.
 
პროექტის ფარგლებში, 1 100კვ. მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. შედეგად, მოქალაქეებისთვის გადაადგილება უფრო კომფორტული გახდება.
 
პროექტს, საბურთალოს რაიონის კონტრაქტორი კომპანია „ელ ენდ ელ“ ახორციელებს.
 
აღნიშნულ ტერიტორიაზე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, უკვე განხორციელდა წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია.
 
პროექტის ჯამური ღირებულება ღირებულება 406 602 ლარია.
 
მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე გაეცნო.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати