რუსთავში ძლიერი წვიმის გამო ქალაქის მარჯვენა სანაპიროზე გზები დაიტბორა. წყალი შევიდა ცენტრალური ქუჩის საცხოვრებელი კორპუსების სარდაფებსა და კომერციულ ობიექტებში, პარალიზებული იყო მოძრაობა.
ადგილზე იმყოფებოდნენ სამაშველო სამსახურის თანამშრომლები. მერიის შესაბამისი სამსახურები ზარალს ითვლიან. როგორც მერიაში აცხადებენ საჭიროების შემთხვევაში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი მოსახლეობას აუნაზღაურდება.
ადგილზე ვითარებას რუსთავის მერი და ადგილობრივი ხელისუფლება გაეცნო.
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით აშშ-ის მოსახლეობას მიმართავს, - ინფორმაციას თეთრი სახლის პრესსპიკერი, კეროლაინ ლევიტი ავრცელებს.
„ხვალ საღამოს 9 საათზე (თბილისის დროით ხუთშაბათი, 5:00 საათი), პრეზიდენტი ტრამპი ერს მიმართავს, რათა მათ მნიშვნელოვანი სიახლე გააცნოს“, - წერს ლევიტი X-ზე.
მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ ომი, ძალიან მალე დასრულდება.
„ძალიან მალე დავტოვებთ. ვიტყოდი, რომ შესაძლოა ორ კვირაში. ორ კვირაში, შესაძლოა სამ კვირაში. რეჟიმის შეცვლა მოგვიწია. რეჟიმის შეცვლა არ იყო ერთ-ერთი იმ მიზნებს შორის, რაც მე მქონდა. მე მქონდა ერთი მიზანი: მათ არ ჰქონოდათ ბირთვული იარაღი და ეს მიზანი მიღწეულია. მათ არ ექნებათ ბირთვული იარაღი. მაგრამ ვასრულებთ სამუშაოს და ვფიქრობ, შესაძლოა ორ კვირაში, შესაძლოა კიდევ რამდენიმე დღეში, შევასრულოთ ეს სამუშაო. მაგრამ გვინდა, რომ გავანადგუროთ ყველაფერი, რაც მათ აქვთ“, - განაცხადა ტრამპმა.