რუსთავში, მიმდინარე წლის ინფრასტრუქტურული პროექტების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი მოსახლეობასთან შეთანხმებით, ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა და შიდა ეზოების რეაბილიტაციაა. გიორგი ჭყონდიდელის სახელობის უბანში, შიდა ეზოებისა და შიდა საუბნო სივრცეების რეაბილიტაცია, აქტიურად მიმდინარეობს.
სამუშაოების მიმდინარეობას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, მერის მოადგილე ბესიკ ტოგონიძესთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელ ზურა ტაბაღუასთან ერთად, სამუშაო ფორმატში ადგილზე გაეცნო.
,,იმ პროექტებთან ერთად, რომელსაც რუსთავის მერიის გუნდი ცენტრალური უბნების განვითარების მიზნით ვახორციელებთ, ასევე აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები შიდა საუბნო სივრცეების მოსაწყობად. ჭყონდიდელის სახელობის უბანში, ერთდროულად 11 ეზოს სარეაბილიტაციო სამუშაოები ტარდება. პროექტი გულისხმობს, როგორც მიწისქვეშა კომუნიკაციების გამოცვლას, ასევე ეზოების მოასფალტებასა და საფეხმავლო ბილიკების მოწყობას. პროექტის დასრულების შემდეგ, აღნიშნული უბანი კიდევ უფრო კომფორტული გახდება თითოეული რუსთაველისთვის“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
ჯავახიშვილის, გიორგაძისა და გრანელის ქუჩებზე არსებულ ეზოებში, ასფალტ-ბეტონის ახალი საფარი დაიგება, მოეწყობა სანიაღვრე ქსელი, გათვალისწინებულია ტროტუარებისა და ბორდიურების განახლებაც. პროექტის ფარგლებში, 11 საცხოვრებელი კორპუსის შიდა საუბნო გზების სრული განახლებაა დაგეგმილი.
პროექტის ღირებულება, 858 140 ლარია და სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.
მიმდინარე წელს რუსთავში, 74 912 000 ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაა დაგეგმილი. სატენდერო პროცედურები ძირითად პროექტებზე უკვე დასრულებულია.
ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.
ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.
როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.
ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.