USD 2.6744
EUR 3.1020
RUB 3.7531
Тбилиси
რუსთავში, ჭყონდიდელის სახელობის უბანში შიდა ეზოების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
дата:  1036

რუსთავში, მიმდინარე წლის ინფრასტრუქტურული პროექტების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი მოსახლეობასთან შეთანხმებით, ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა და შიდა ეზოების რეაბილიტაციაა. გიორგი ჭყონდიდელის სახელობის უბანში, შიდა ეზოებისა და შიდა საუბნო სივრცეების რეაბილიტაცია, აქტიურად მიმდინარეობს.

სამუშაოების მიმდინარეობას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, მერის მოადგილე ბესიკ ტოგონიძესთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელ ზურა ტაბაღუასთან ერთად, სამუშაო ფორმატში ადგილზე გაეცნო.

,,იმ პროექტებთან ერთად, რომელსაც რუსთავის მერიის გუნდი ცენტრალური უბნების განვითარების მიზნით ვახორციელებთ, ასევე აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები შიდა საუბნო სივრცეების მოსაწყობად. ჭყონდიდელის სახელობის უბანში, ერთდროულად 11 ეზოს სარეაბილიტაციო სამუშაოები ტარდება. პროექტი გულისხმობს, როგორც მიწისქვეშა კომუნიკაციების გამოცვლას, ასევე ეზოების მოასფალტებასა და საფეხმავლო ბილიკების მოწყობას. პროექტის დასრულების შემდეგ, აღნიშნული უბანი კიდევ უფრო კომფორტული გახდება თითოეული რუსთაველისთვის“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

ჯავახიშვილის, გიორგაძისა და გრანელის ქუჩებზე არსებულ ეზოებში, ასფალტ-ბეტონის ახალი საფარი დაიგება, მოეწყობა სანიაღვრე ქსელი, გათვალისწინებულია ტროტუარებისა და ბორდიურების განახლებაც. პროექტის ფარგლებში, 11 საცხოვრებელი კორპუსის შიდა საუბნო გზების სრული განახლებაა დაგეგმილი.

პროექტის ღირებულება, 858 140 ლარია და სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.

მიმდინარე წელს რუსთავში, 74 912 000 ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაა დაგეგმილი. სატენდერო პროცედურები ძირითად პროექტებზე უკვე დასრულებულია.

ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

общество
ოჯახებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია, სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ამოიღებენ

სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან ამოირიცხებიან ის ოჯახები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია.

აღნიშნულის შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ მიიღო და მას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 7 მაისს მოაწერა.

„თუ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მიერ ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი საანგარიშო თვის წინა 3 თვის განმავლობაში, სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებით, ყოველთვიურად ტოლია ან მეტია 1 250 ლარზე, ოჯახს შეუწყდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე”,- ნათქვამია „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати