USD 2.7080
EUR 3.1979
RUB 3.2706
Тбилиси
რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში გამწვანების აქცია მოეწყო.
дата:  886

რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში გამწვანების აქცია მოეწყო.

ჩაპაევის ქუჩაზე ფიჭვის ხეების დარგვაში ეკომოხალისის სტატუსით მონაწილეობა პარლამენტში რუსთავისა და გარდაბნის ათი თემის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ნინო ლაცაბიძემ მიიღო.

"თითქმის ყოველი შაბათი-კვირა არის მწვანე შაბათი კვირა ჩვენს ქალაქში და მე, როგორც რიგითი მოხალისე, ვუერთდები რუსთავსერვის ცენტრის მწვანე აქციებს. ჭყონდიდელის დასახლებაში საკმაოდ დიდი ტერიტორიის გამწვანება შევძელით. 50 ძირი ფიჭვი დაირგო, რომელიც გაიზრდება, გაიხარებს და ძალიან კარგი რეკრეაციული სივრცე იქნება.

იმედი მაქვს, რომ ბიზნესთან და მერიასთან ერთად კიდევ შევძლებთ, რომ ცარიელი ადგილები გავამწვანოთ",- განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

გამწვანების აქციის ფარგლებში გასულ კვირას 150-მდე ხე-მცენარე დაირგო ფალიაშვილის გზის შუა გამყოფ ზოლზეც.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

წყარო:https://inforustavi.ge/

Тбилиси
თბილისის მერია ბეთანიაში სათხილამურო კურორტს მოაწყობს

ვაკის რაიონში, ბეთანიაში სათხილამურო კურორტი მოეწყობა. პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე განთავსდება 500-მეტრიანი სასრიალო ტრასა, რომლისთვისაც სრულად განახლდება არსებული ინფრასტრუქტურა.

დედაქალაქის მერიის ცნობით, რეაბილიტაცია ჩაუტარდება გარე განათების ქსელს და ღამის სრიალისთვის დამონტაჟდება სპეციალური ლამპიონები. კურორტზე, ასევე, განთავსდება თანამედროვე ტიპის საბაგირო ბიგელი, მოეწყობა ხელოვნური გათოვლიანების სისტემა და დამწყებთათვის განკუთვნილი მოძრავი ხალიჩა.

დაგეგმილ პროექტს, რომელსაც თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო განახორციელებს, თბილისის მერი კახა კალაძე ვიცე-მერ გიორგი ტყემალაძესთან ერთად გაეცნო.

„ვაანონსებთ ჩვენი დედაქალაქისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას. წლების წინ აღნიშნულ ტერიტორიაზე სასრიალო მუშაობდა, მაგრამ დღეს ფაქტობრივად, ახალი პროექტია განსახორციელებელი. პირველ რიგში, საჭიროა უშუალოდ ფერდზე მიწის სამუშაოების წარმოება, სადაც სათხილამურო ტრასა გაკეთდება. საჭიროა აღნიშნული სივრცის გაგანიერება, მოწესრიგება. გარდა ამისა, გვერდით გვაქვს მეორე ფერდი, სადაც შემდეგ ეტაპზე ნახევარკილომეტრიანი სასრიალო ტრასის პროექტის განხორციელებაა შესაძლებელი. პირველ რიგში, არსებულს მივხედავთ, ახალ პროექტს განვახორციელებთ. ბიგელის ტიპის საბაგირო, რაც წლების წინ აქ იყო, განადგურებულია. მოეწყობა თანამედროვე ტიპის საბაგირო, ღამის განათებები და მოხდება ხელოვნური გათოვლიანება. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ მთის ტრასების სააგენტოსთან, რისთვის მათ მადლობას ვუხდი. მათი გამოცდილების გაზიარება პრინციპულად მნიშვნელოვანია. მათვე შემოგვთავაზეს ხელოვნური საფარის გაკეთება, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ სხვა სეზონზეც შესაძლებელი იყოს სრიალი. ინფრასტრუქტურა სრულად მოეწყობა, კაფეებით, ბარებით და ა.შ.“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პროექტის მიზანია ზამთრის სპორტის განვითარება, ტურისტული პოტენციალის ამაღლება და თბილისთან ახლოს დასასვენებელი ინფრასტრუქტურის შექმნა. კურორტი ხელს შეუწყობს, როგორც ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას, ისე ეკონომიკური და სოციალური აქტივობის ზრდას.

ადგილზე, დედაქალაქის მერთან ერთად, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსი ნინო ბაგაშვილი, ვაკის რაიონის გამგებელი ლევან ყიფიანი და მთის ტრასების სააგენტოს უფროსი ირაკლი ბურჭულაძე იმყოფებოდნენ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати