USD 2.7015
EUR 3.0967
RUB 3.3236
Тбилиси
რუსთავში, ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა კიდევ ერთ ლოკაციაზე დასრულდა
дата:  599
რუსთავში, ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა კიდევ ერთ ლოკაციაზე - ლებანიძის ქუჩაზე დასრულდა.
აფხაზეთისა და ლომოურის ქუჩების დამაკავშირებელი, ახლადრეაბილიტირებული გზა, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ მოადგილე ბესიკ ტოგონიძესთან, ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან და საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების" წევრებთან ერთად დაათვალიერა.
პროექტის ფარგლებში, 3 996 კვადრატულ მეტრ ფართობზე ბეტონის საფარი, ტროტუარები, სანიაღვრე სისტემა და 950 მეტრის სიგრძის დაწნეხილი ბორდიურები მოეწყო. უახლოეს პერიოდში დამონტაჟდება გარე განათების ქსელიც.
ლებანიძის ქუჩაზე, საგზაო ინფრასტრუქტურა დღემდე არ არსებობდა.
გზა, რომელსაც რეაბილიტაცია ჩაუტარდა, აფხაზეთის ქუჩას, VIIა მკ/რ-სა და ლომოურის ქუჩას ერთმანეთთან აკავშირებს. პროექტს ფეხით მოსიარულეთათვის კომფორტის შექმნის გარდა, მნიშვნელოვანი სატრანსპორტო დატვირთვაც აქვს.
პროექტი რუსთავის ბიუჯეტიდან 370 610 ლარით დაფინანადა.
შიდასაუბნო ახალი საგზაო ინფრასტრუქტურა, რუსთავში მიმდინარე წელსვე მოეწყო დოლიძე-გონაშვილის ქუჩებზეც.
мир
დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით აშშ-ის მოსახლეობას მიმართავს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით აშშ-ის მოსახლეობას მიმართავს, - ინფორმაციას თეთრი სახლის პრესსპიკერი, კეროლაინ ლევიტი ავრცელებს.

„ხვალ საღამოს 9 საათზე (თბილისის დროით ხუთშაბათი, 5:00 საათი), პრეზიდენტი ტრამპი ერს მიმართავს, რათა მათ მნიშვნელოვანი სიახლე გააცნოს“, - წერს ლევიტი X-ზე.

მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ ომი, ძალიან მალე დასრულდება.

„ძალიან მალე დავტოვებთ. ვიტყოდი, რომ შესაძლოა ორ კვირაში. ორ კვირაში, შესაძლოა სამ კვირაში. რეჟიმის შეცვლა მოგვიწია. რეჟიმის შეცვლა არ იყო ერთ-ერთი იმ მიზნებს შორის, რაც მე მქონდა. მე მქონდა ერთი მიზანი: მათ არ ჰქონოდათ ბირთვული იარაღი და ეს მიზანი მიღწეულია. მათ არ ექნებათ ბირთვული იარაღი. მაგრამ ვასრულებთ სამუშაოს და ვფიქრობ, შესაძლოა ორ კვირაში, შესაძლოა კიდევ რამდენიმე დღეში, შევასრულოთ ეს სამუშაო. მაგრამ გვინდა, რომ გავანადგუროთ ყველაფერი, რაც მათ აქვთ“, - განაცხადა ტრამპმა.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати