USD 2.7015
EUR 3.0967
RUB 3.3236
თბილისი
რუსთავში 97 691 668 ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება
თარიღი:  865

2023 წელს, რუსთავში, ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, 97 691 668 ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება

ამ ეტაპზე სამუშაოები 259 ლოკაციაზე მიმდინარეობს.
რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას, შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქის რამდენიმე ლოკაციაზე გაეცნო.
ქალაქის მერი, მონიტორინგის მიზნით, აფხაზეთის, რჩეულიშვილისა და რუსთაველის ქუჩებზე იმყოფებოდა. ნინო ლაცაბიძემ N1 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია-რესტავრაციის, ასევე ქალაქის შემოსასვლელის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში მიმდინარე - ,,თავისუფლების რაშების“ სკულპტურის მონტაჟისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოებიც დაათვალიერა.
აფხაზეთის ქუჩაზე აქტიურად მიმდინარეობს გზისა და ტროტუარების რეაბილიტაცია, რჩეულიშვილის ქუჩაზე დასრულების ფაზაშია ავარიული საცხოვრებელი კორპუსების გამაგრება-რეაბილიტაციის პროცესი.
რუსთავის ისტორიული ნაწილის რესტავრაციის ფარგლებში, კი რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, გამაგრება-რეაბილიტაცია უტარდება რუსთაველის ქუჩის #11, 15, 17, 19, 20, 22, 24, 26, 28, ბათუმის ქუჩის #14 და ასლანიკაშვილის ქუჩის #12 საცხოვრებელ შენობებს.
რუსთაველის ქუჩის პროექტის პარალელურად, ძველ რუსთავში გასული საუკუნის 50-იან წლებში აშენებული პირველი საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, ისტორიული შენობის გამაგრება-რესტავრაცია, შიდა სარემონტო სამუშაოები, ორივე ფლიგელისა და ეზოს ტერიტორიის კეთილმოწყობა, გათბობის და სახანძრო უსაფრთხოების სისტემის მონტაჟი ხორციელდება. ამ ეტაპზე კი საბავშვო ბაღის ეზოს კეთილმოწყობა მიმდინარეობს.

2023 წლის ინფრასტრუქტურული პროექტები, რუსთავში, პროგრამის ,,განახლებული რეგიონები'' ფარგლებში, ასევე, რეგიონული განვითარების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

მსოფლიო
ტრამპი აცხადებს, რომ ირანში ომი დასასრულს უახლოვდება

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა NBC News-ს განუცხადა, რომ ირანში ომი „დასასრულს უახლოვდება“.

აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ირანის სამხედრო ძალები „განადგურებულია“, ხოლო მისი ამჟამინდელი ხელმძღვანელობა „ბევრად უფრო გონიერია“ და ნაკლებად „რადიკალიზებული“, ვიდრე წინა ლიდერები, რომელთა უმეტესობაც ამერიკული და ისრაელის დარტყმების შედეგად დაიღუპა.

„ჩვენ შესანიშნავად მივიწევთ წინ“, - ამბობს ტრამპი. „და ეს ყველაფერი დასასრულს უახლოვდება“.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის