რუსთავის საკრებულო ქალაქის 2023 წლის ბიუჯეტს მხარს არ უჭერს. საკრებულოს უმრავლესობაში, რომელსაც ოპოზიცია წარმოადგენს, განმარტავენ, რომ თუ მათი შენიშვნები დოკუმენტში არ აისახება, მეორე განხილვაზეც არ დაამტკიცებენ.
„ბიუჯეტთან დაკავშირებით საკრებულოს აქვს შენიშვნები. სოციალურ საკითხსა და ჯანდაცვასთან დაკავშირებით, როცა ქალაქის ბიუჯეტი 87 მილიონით იწყება და 105 მილიონის ფარგლებშია, გვინდა რომ ორჯერ გაიზარდოს დაფინანსება. ინფრასტრუქტურულ პროექტებშია ჩადებულია 27 მილიონი და გვინდა რომ ამ ნაწილში ავარიულ საცხოვრებელ კორპუსებზე გამოყოფილი თანხა - 380 ათასი, მნიშვნელოვნად იყოს გაზრდილი“, - აცხადებს საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ შეროზია