USD 2.7111
EUR 3.1411
RUB 3.3584
Tbilisi
რუსთავის მუნიციპალიტეტსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ შაოგუანს შორის დამეგობრების მემორანდუმი გაფორმდა
Date:  836
რუსთავის მუნიციპალიტეტსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ შაოგუანს შორის დამეგობრების მემორანდუმი გაფორმდა.
 
მემორანდუმს რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ და შაოგუანის მერმა ჩენ ჯიჩინმა მოაწერეს ხელი.
 
პირველ ეტაპზე, ორ ქალაქს შორის, დამეგობრების განზრახვის დოკუმენტი იყო გაფორმებული.
 
დამეგობრების მემორანდომის დასკვნით დოკუმენტს, კი 2025 წლის 27 მარტს, ქალაქ შაოგუანში მოეწერა ხელი.
 
რუსთავს და შაოგუანს შორის დამეგობრების მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიას, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, პაატა კალანდაძე დაესწრო.
 
ორმხრივ შეხვედრებს, სადაც რუსთავის და შაოგუანის შემდგომი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, რუსთავის მერიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მიხეილ მუზაშვილი, ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ტრანსპორტის სამსახურის ხელძღვანელი ზურაბ ტაბაღუა, რუსთავის მერიის წარმომადგენლები, ჩინეთის მმართველი პარტიისა და შაოგუანის მუნიციპალური ბიუროს წევრები ესწრებოდნენ.
 
მემორანდუმი, ორ ქალაქს შორის მეგობრობისა და ურთიერთთანამშრომლობის განვითარებას, სხვადასხვა სფეროში ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარებას ისახავს მიზნად.
 
society
ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო - აცრა ყველა მოქალაქისთვის უფასოა

ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო - აცრა, ყველა მოქალაქისთვის, უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ, 200 000 დოზა ფრანგული წარმოების, ოთხკომპონენტიანი, (SANOFI WINTHROP INDUSTRIE-ის VaxigripTetra™) სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის.

„ვაქცინა მორგებულია იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვაქცინაცია მაღალი რისკის / ქრონიკული დაავადების მქონე პირებისთვის, რადგან ზოგიერთი ადამიანისთვის გრიპი შესაძლოა სახიფათო დაავადებად იქცეს.

აცრა ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებსა და პოლიკლინიკებში 6 თვის ასაკიდანაა შესაძლებელი და ბენეფიციარებისთვის სრულად უფასოა”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

დაწესებულებები იხილეთ ბმულზე: https://ncdc.ge/#/pages/file/87a090e3-e8de-4d08-adaf-aaf0cb8b7128

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way