USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
Тбилиси
რუსთავის მერმა კამპანიის - „თაობა მომავლისთვის“ ფარგლებში, ახალგაზრდებთან შეხვედრები გამართა
дата:  577
რუსთავის მერისა და მერიის ახალგაზრდული დეპარტამენტის ინიციატივით დაწყებული კამპანიის - ,,თაობა მომავლისთვის“ პირველი ეტაპი, რომელიც საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებთან მათთვის საინტერესო საკითხებზე დისკუსიას ითვალისწინებდა, #28 საჯარო სკოლაში გამართული შეხვედრით დასრულდა.
კამპანიის ფარგლებში, ქალაქის მერი ნინო ლაცაბიძე, რუსთაველ წარმატებულ სპორტსმენებთან, მუსიკოსებთან და სხვა ცნობად სახეებთან ერთად, 1700-მდე ახალგაზრდას შეხვდა.
რუსთავის მერმა საჯარო და კერძო სკოლების უფროსკლასელებს, ქალაქში მიმდინარე და დაგეგმილი ახალგაზრდული პროექტები, პროგრამები, რეფორმები, ინიციატივები გააცნო და მათ მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა.
შეხვედრების მიმდინარეობისას, რუსთავის მერმა ახალგაზრდებს, კიდევ ერთი ახალი პროექტი - „სკოლის ელჩი“ გააცნო.
პროექტის ფარგლებში, თავად სკოლის მოსწავლეები აირჩევენ ერთ წარმომადგენელს, რომელიც მერის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს წევრი და რუსთავის მერიაში საკუთარი ,,სკოლის ელჩი“ იქნება.
Тбилиси
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.
 
პროექტის ფარგლებში, 1 100კვ. მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. შედეგად, მოქალაქეებისთვის გადაადგილება უფრო კომფორტული გახდება.
 
პროექტს, საბურთალოს რაიონის კონტრაქტორი კომპანია „ელ ენდ ელ“ ახორციელებს.
 
აღნიშნულ ტერიტორიაზე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, უკვე განხორციელდა წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია.
 
პროექტის ჯამური ღირებულება ღირებულება 406 602 ლარია.
 
მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე გაეცნო.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати