USD 2.6359
EUR 3.0128
RUB 3.4331
Tbilisi
რუსთავის მერმა ბიბლიოთეკების თანამშრომლები და საუკეთესო მკითხველები დააჯილდოვა
Date:  

რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ ქალაქში პირველი ბიბლიოთეკის გახსნიდან 75 წლისთავთან დაკავშირებით, ბიბლიოთეკების გაერთიანების თანამშრომლებსა და მკითხველებს უმასპინძლა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ნინო ლაცაბიძემ ბიბლიოთეკების თანამშრომლებს წლების განმავლობაში გაწეული საქმიანობისთვის, მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ რეფორმის ფარგლებში, უახლოეს პერიოდში ქალაქში თანამედროვე ტიპის მედიათეკა გაიხსნება, სადაც მკითხველს კომფორტული და სასიამოვნო გარემო დახვდება.

„რუსთავის ბიბლიოთეკა 75 წლის გახდა, ჩვენ ეს დღეს მივულოცეთ და დავაჯილდოვეთ თითოეული თანამშრომელი, რომლებიც წლებია ემსახურებიან ჩვენს ქალაქს, ასევე ის მოქალაქეები, მათ შორის ყველაზე პატარა და ყველაზე უხუცესი მკითხველები, რომლებიც აქტიურად სარგებლობენ ბიბლიოთეკით. ჩვენ მათ დავპირდით, რომ უახლოეს პერიოდში გაიხსნება ახალი, თანამედროვე ტიპის მედიათეკა, რომელიც ახალგაზრდების საჭიროებებზე იქნება სრულად მორგებული“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

რუსთავში პირველი ბიბლიოთეკის გახსნიდან 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საბიბლიოთეკო გაერთიანების ორგანიზებით, კვირეული ჩატარდა და ღონისძიებები გაიმართა. დღეს კი სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული თანამშრომლები და მკითხველები გამოვლინდნენ, რომელთაც სიმბოლური საჩუქრები და სიგელები გადაეცათ.

World
ირანმა ბაჰრეინსა და ქუვეითში აშშ-ის სამხედრო ბაზებს დაარტყა

ირანმა აშშ-ის ბაზებზე სარაკეტო და დრონებით თავდასხმების ახალი ტალღა განახორციელა, - ამის შესახებ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა.

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებს დაარტყეს. კერძოდ, დარტყმები განხორციელდა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე მდებარე ვერტმფრენების ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების ობიექტებზე, P-8 Poseidon თვითმფრინავის განთავსების ანგარზე და სამხედრო დრონების მართვისა და კონტროლის ცენტრზე.

„საპასუხო ოპერაციები გაგრძელდება“, - განაცხადა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა.

ბაჰრეინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სირენების ხმები ისმოდა და მოსახლეობას თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდეს.

ამასთან, ირანული მედიის ცნობით, დარტყმები განხორციელდა ქუვეითში, აშშ-ის სამხედრო ბაზებზე განთავსებულ ინფრასტრუქტურაზეც.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მტკიცებით, მთლიანად განადგურდა ალი ალ სალემში აშშ-ის ბაზაზე საწვავის შესანახი ავზები და Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, დარტყმა განახორციელეს აჰმად ალ ჯაბერის საჰაერო ბაზაზეც, რის შედეგადაც FPS სარადარო სისტემა დაზიანდა.

ქუვეითის შეიარაღებულ ძალებს თავდასხმების შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ დაუდასტურებია.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way