USD 2.6981
EUR 3.1681
RUB 3.4043
Тбилиси
რუსთავის მერმა 150 ოქროს მედალოსანს ფულადი ჯილდო გადასცა
дата:  1357

რუსთავის მერის ნინო ლაცაბიძის ინიციატივით, რუსთაველი ოქროს მედალოსნებისთვის საზეიმო მიღება გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მერის მიღებაზე მიწვეულმა 150-მა ოქროს მედალოსანმა, 500 ლარის ოდენობის ფულადი ჯილდო და ლოტოტრონის მეშვეობით გათამაშებული სხვადასხვა საჩუქრები მიიღო. მათგან, სამი ოქროს მედალოსანი კი კომპანია ,,სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის“ მიერ დაწესებული პრიზის მფლობელი გახდა, ისინი ბარსელონაში საზაფხულო სკოლაში გაემგზავრებიან.

,,ჩვენ შევთანხმდით, რომ თითოეული ახალგაზრდა, ვინც წარჩინებით დაამთავრებდა სკოლას, მერიისგან წამახალისებელი ჯილდოს სახით 500 ლარს მიიღებდა და ჩვენ ეს დანაპირები შევასრულეთ. დღევანდელი საზეიმო მიღება და საჩუქრები, რომელიც კერძო ბიზნესმა დააწესა ჩვენი ოქროს მედალოსნებისთვის, ძალიან ემოციური იყო, რისთვისაც მათ დიდ მადლობას ვუხდი. მიხარია, რომ ეს ემოციები რუსთავში 150-მა ბავშვმა გაიზიარა. იმედს ვიტოვებ, რომ მომავალ წელს, კიდევ უფრო მეტი ოქროს მედალოსანი გვეყოლება“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ ჟურნალისტებთან საუბარში.

ოქროს მედალოსნების წახალისების მიზნით შექმნილი პროგრამა, მიმდინარე წლიდან რუსთავის მერის ნინო ლაცაბიძის ინიციატივით ამოქმედდა. წარმატებული კურსდამთავრებულებისთვის სპეციალური მიღება, წელს პირველად გაიმართა და მომავალში ტრადიციულ სახეს მიიღებს.

,,რუსთავის მერიისგან 150 ოქროს მედალოსანს გადაეცა ფულადი ჯილდო, ასევე სხვადასხვა კომპანიებისგან მათ გადაეცათ საჩუქრები. განათლებაში ჩადებული ინვესტიცია ყველაზე გამართლებული და კარგი ინვესტიციაა“, - განაცხადა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა.

ღონისძიებას საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შატაკიშვილი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი, რუსთავის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების" წარმომადგენლები, ქალაქის საჯარო და კერძო სკოლების დირექტორები, ოქროს მედალოსნები დაესწრნენ.

რუსთავის მერია განათლების ხელშეწყობის მიზნით, სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამასაც ახორციელებს, მიმდინარე წლიდან, პროგრამა მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებსაც აფინანსებს. განათლების ხელშეწყობის პროგრამების დასაფინანსებლად წელს, რუსთავის ბიუჯეტში, 665 000 ლარია გათვალისწინებული.

Тбилиси
ნაძალადევის რაიონში მდებარე საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად ხორციელდება

N190 საჯარო სკოლაში მიმდინარე შიდა სარემონტო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა

ამჯერად, ლოტკინის დასახლებაში, 190-ე საჯარო სკოლაში რამდენიმე პროექტი განხორციელდა. 2 700 კვ.მ ფართობზე შეიცვალა შენობის სახურავი, 3 600 კვ.მ ფართობზე კი დაიგო ასფალტის საფარი. ამ ეტაპზე საგანმანათლებლო დაწესებულებაში შიდა სარემონტო სამუშაოები სრულდება.
შესრულებულ და მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე საკრებულოს დეპუტატ დავით ჭელიძესთან და სკოლის დირექციასთან ერთად გაეცნო.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება, რისთვისაც ბიუჯეტში, ჯამში, 492 500 ლარია გათვალისწინებული.

более
голосование
Кстати