USD 2.7025
EUR 3.1114
RUB 3.3136
თბილისი
რუსთავის მერია: „მართე შენი ქალაქის“ მონაწილე ახალგაზრდებიდან მერიის სხვადასხვა სამსახურებში უკვე 30 დასაქმდა
თარიღი:  1062

რუსთავის მერიამ სტუდენტური პროექტის - „მართე შენი ქალაქი“ ახალი ეტაპი დაიწყო. ახალგაზრდების დასაქმებისა და მუნიციპალიტეტის მუშაობაში მათი ჩართვის მიზნით, რუსთავის მერის ინიციატივით, პროექტი უკვე მეოთხე წელია, რაც ხორციელდება, - ინფორმაციას რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, „მართე შენი ქალაქის“ მერვე ეტაპის მონაწილეებს, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები არიან, დღეს რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე შეხვდა. ქალაქის მერმა ახალგაზრდებს მუნიციპალიტეტში განხორციელებული, მიმდინარე რეფორმები და პროექტები გააცნო, ასევე მათთვის საინტერესო საკითხებზე ისაუბრა.

„რუსთავის მერიაში ახალგაზრდებისთვის დღეს დავიწყეთ პროექტის - „მართე შენი ქალაქი“ მერვე ეტაპი, რომელიც ახალგაზრდებისთვის გამოცდილების გაზიარებას, ასევე მუნიციპალურ სერვისებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მიწოდებას გულისხმობს. მნიშვნელოვანია, რომ ამ პროგრამის მონაწილე ახალგაზრდებიდან, მერიის სხვადასხვა სამსახურებში უკვე 30 დასაქმდა“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

პროექტის მერვე ეტაპის მონაწილე 35 სტუდენტი, მუნიციპალური სამსახურების მუშაობის სპეციფიკას და რუსთავის მერიაში გატარებული რეფორმების შედეგად დანერგილ ახალ სერვისებს, ერთი თვის განმავლობაში გაეცნობა.

სტუდენტური სტაჟირების პროგრამაში ჩართვა ონლაინ რეგისტრაციით არის შესაძლებელი.

მსოფლიო
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის