USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
Тбилиси
რუსთავის გზატკეცილის N28ა-ს მიმდებარედ არსებული სკვერის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს
дата:  395
რუსთავის გზატკეცილის N28ა-ს მიმდებარედ არსებული სკვერის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
სამუშაოების ფარგლებში, ადგილზე ეწყობა განათების ახალი სისტემა, მთლიანად იცვლება სკვერის ინფრასტრუქტურა, განთავსდება ატრაქციონები, სკამები, ურნები, წყლის სოკო. აქვე მოეწყობა ბილიკი, ტერიტორია გამწვანდება და დამონტაჟდება ახალი სარწყავი სისტემა. სამუშაოებს შპს „უნივერსალ +“ ასრულებს.
სკვერის რეაბილიტაციისათვის კრწანისის რაიონის გამგეობა 184 000 ლარამდე ხარჯავს.
მიმდინარე სამუშაოებს კრწანისის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე, რაიონის მაჟორიტარ დეპუტატ ლევან ჯაფარიძესთან ერთად გაეცნო.
Тбилиси
ვაზისუბნის III მ/რ-ის I კვარტალში 3700 კვ.მ. ფართობზე სკვერი მოაწყო.
ისნის რაიონის გამგეობამ ვაზისუბნის III მ/რ-ის I კვარტალში, კორპ. N1-ის მიმდებარედ, 3700 კვ.მ. ფართობზე სკვერი მოაწყო.
სამუშაოების შედეგად, მოეწყო:
ბავშვთა გასართობი და დასასვენებელი სივრცეები 
ტერიტორიაზე განთავსდა საბაღე სკამები და ურნები
დამონტაჟდა ახალი განათების ქსელი და ლედ განათება
სკვერი გამწვანდა, დაირგო ხე-მცენარეები
 
პროექტი გამგეობის ბიუჯეტიდან 577 350 ლარით დაფინანსდა.
 
დასრულებული სამუშაოები ისნის რაიონის გამგებელმა დავით ხაბეიშვილმა პარლამენტის დელეგატ ნიკა ელისაშვილსა და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კახა ლაბუჩიძესთან ერთად დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати