USD 2.6371
EUR 3.0147
RUB 3.4449
Tbilisi
რუსთავის ცენტრალურ პარკში, მწვანე საფარისა და ხე-მცენარეების დამუშავება სპეციალური ტექნიკის გამოყენებით განხორციელდა
Date:  971

რუსთავში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო და რუსთავის მერია ხე-მცენარეების დაავადებებისგან დასაცავ და მწერების საწინააღმდეგო ერთობლივ პრევენციულ ღონისძიებას ატარებენ. ინფორმაციას რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

რუსთავის ცენტრალურ პარკში მწვანე საფარისა და ხე-მცენარეების დამუშავება სპეციალური ტექნიკის გამოყენებით დილის 5 საათიდან დაიწყო.

„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად ხე-მცენარეების დაავადებების თავიდან ასაცილებლად და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მწერების გავრცელების საწინააღმდეგოდ, დღეს შესაბამისი პრევენციული ღონისძიებები დავიწყეთ.

სამუშაოები ქალაქის ცენტრალურ პარკში დილის 5 საათიდან მიმდინარეობს. პარკის ტერიტორია რუსთაველების შეკრების ერთ-ერთ მასშტაბურ ადგილს წარმოადგენს.

მსგავსი პრევენციული ღონისძიებების საჭიროებისამებრ ქალაქის სხვა ადგილებშიც გატარდება,“ - განაცხადა რუსთავის მერის მოადგილე სიკტო გონიძემ.

ცენტრალური პარკის ტერიტორიის დამუშავების პროცესში რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის და „რუსთავ სერვის ცენტრის“ თანამშრომლებიც იყვნენ ჩართული.

„საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრი პრევენციულ ღონისძიებებში აქტიურად არის ჩართული. ხე-მცენარეებისა და გარემოს დამუშავება ხდება კოღოების და მწერების საწინააღმდეგო საშუალებებით. ეს მნიშვნელოვანი ღონისძიებაა ადამიანების ჯანმრთელობის დასაცავად და უსაფრთხო გარემოს შესანარჩუნებლად.

დეზინსექცია ხდება იმ ტერიტორიების, განსაკუთრებით კი წყალსატევების, სადაც მწერების და კოღოების გავრცელების მაღალი ალბათობაა“, - განაცხადა რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის დირექტორის მოადგილე ქეთევან რაზმაძემ.

რუსთავის ცენტრალური პარკის მსგავსად, ქალაქის სხვა უბნები და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებიც დამუშავდება.

პირველ რიგში კი პრევენციული სამუშაოები განხორციელდება ქალაქის ცენტრალურ პარკში, სადაც რამდენიმე დღეში მუსიკალური ფესტივალი „ოქსიგენი“ ჩატარდება.

World
ირანმა ბაჰრეინსა და ქუვეითში აშშ-ის სამხედრო ბაზებს დაარტყა

ირანმა აშშ-ის ბაზებზე სარაკეტო და დრონებით თავდასხმების ახალი ტალღა განახორციელა, - ამის შესახებ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა.

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებს დაარტყეს. კერძოდ, დარტყმები განხორციელდა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე მდებარე ვერტმფრენების ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების ობიექტებზე, P-8 Poseidon თვითმფრინავის განთავსების ანგარზე და სამხედრო დრონების მართვისა და კონტროლის ცენტრზე.

„საპასუხო ოპერაციები გაგრძელდება“, - განაცხადა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა.

ბაჰრეინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სირენების ხმები ისმოდა და მოსახლეობას თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდეს.

ამასთან, ირანული მედიის ცნობით, დარტყმები განხორციელდა ქუვეითში, აშშ-ის სამხედრო ბაზებზე განთავსებულ ინფრასტრუქტურაზეც.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მტკიცებით, მთლიანად განადგურდა ალი ალ სალემში აშშ-ის ბაზაზე საწვავის შესანახი ავზები და Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, დარტყმა განახორციელეს აჰმად ალ ჯაბერის საჰაერო ბაზაზეც, რის შედეგადაც FPS სარადარო სისტემა დაზიანდა.

ქუვეითის შეიარაღებულ ძალებს თავდასხმების შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ დაუდასტურებია.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way