USD 2.6278
EUR 2.9849
RUB 3.3459
თბილისი
რუსთავის ბაზრობაზე 4 პირის მკვლელობისა და ერთი ადამიანის დაჭრის ფაქტზე დაკავებულის ადვოკატი - ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს აღიარებს
თარიღი:  

ბრალს აღიარებს - განიცდის, რომ მის გამო ძმაც შარში გაეხვა,- ამის შესახებ რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობაზე 4 პირის მკვლელობისა და ერთი ადამიანის დაჭრის ფაქტზე დაკავებული გიორგი ორველაშვილის ადვოკატმა ელდარ გვალიამ განაცხადა.

ადვოკატმა, ამასთან, იმედი გამოთქვა, რომ ბრალდებულს გამოძიების საწყისშივე დაენიშნება ფსიქიატრიული ექსპერტიზა.

„მე რომც არ მოვითხოვო, გამოძიება ვალდებულია, ამ შემთხვევაში, დანიშნოს სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზა, ისედაც დანიშნავენ.

გამოძიებას ორი თვე აქვს თავდაპირველი ვადა, შემდეგ შეიძლება კიდევ გააგრძელონ ვადა, ეს გამოძიებაზეა დამოკიდებული და ნებისმიერ დროს შეუძლიათ დანიშნონ ექსპერტიზა, იმედია, თავიდანვე დანიშნავენ ამ ექსპერტიზას.

მისთვის ცნობილია ძმის დაკავების შესახებ და თვითონ განიცდის, რომ მის გამო ძმაც შარში გაეხვა“,- განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთვის, რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზარზე განხორციელებული სროლის შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა, ერთი კი დაჭრილია და კლინიკა „რუსთავშია“ მოთავსებული.

მამაკაცი სამართალდამცავებმა ადგილზე დააკავეს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ სამართალდამცავებმა გუშინ, გიორგი ორველაშვილის ძმაც დააკავეს. არსებული ინფორმაციით, იარაღი, საიდანაც გუშინ გასროლა განხორციელდა, გიორგი ორველაშვილის ძმის იყო. ძმებს ბრალი უკვე წარდგენილი აქვთ.

მსოფლიო
რადოსლავ სიკორსკი: უკრაინას იმაზე უფრო ძლიერი კოზირები აქვს, ვიდრე დონალდ ტრამპს ეგონა

უკრაინას იმაზე უფრო ძლიერი კოზირები აქვს, ვიდრე დონალდ ტრამპს ეგონა, - განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. როგორც რადოსლავ სიკორსკიმ აღნიშნა, უკრაინა რუსეთის სიღრმეში წარმატებულ დარტყმებს ახორციელებს, ტრამპს კი გამარჯვებულები მოსწონს.

„უკრაინა საკუთარი დრონებითა და რაკეტებით დარტყმებს რუსეთის სიღრმეში ახორციელებს. ამიტომ, არ გამიკვირდება, თუ არც ისე დიდი ხნის შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკი მისი საყვარელი პოლიტიკოსი გახდება“, - განაცხადა სიკორსკიმ

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის