USD 2.6462
EUR 3.0177
RUB 3.4052
თბილისი
რუსთავი-2: გახარია და სააკაშვილი ვაშინგტონში ერთმანეთს შეხვდნენ
თარიღი:  727

"კურიერის" ინფორმაციით, გიორგი გახარიასა და მიხეილ სააკაშვილს შორის, შეერთებულ შტატებში, კონსპირაციული შეხვედრა შედგა.

"რუსთავი 2-მა" გაარკვია, რომ შეერთებულ შტატებში "ნაციონალური მოძრაობისა" და პარტია "საქართველოსთვის" დელეგაციები ერთ სასტუმროში იმყოფებოდნენ.

შედგა თუ არა რაიმე ტიპის შეხვედრა გიორგი გახარიასა და ნიკა მელიას შორის, უცნობია, თუმცა იმას, რომ ყოფილი პრემიერი იმავე სასტუმროში იმყოფებოდა, სადაც "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე - ადასტურებს, ასევე, ვაშინგტონში მყოფი თინათინ ბოკუჩავა. თუმცა იმასაც ამბობს, რომ სასტუმროდან გიორგი გახარია "გაიქცა". 

სასტუმროს ტერიტორია გიორგი გახარიამ უკვე დატოვა, თუმცა "კურიერმა" მისი დაცვის წარმომადგენელი კვლავ სასტუმროში დააფიქსირა.

ასევე, ამავე სასტუმროში - The Mayflower Hotel-ში ჩავიდა მიხეილ სააკაშვილიც, თუმცა მან "რუსთავი 2-თან" კომენტარი არ გააკეთა.

საზოგადოება
კათოლიკოს-პატრიარქმა აბიტურიენტები დალოცა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ აბიტურიენტები დალოცა და საჩუქრად ჯვრები გადასცა.

მანამდე, პატრიარქმა თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში წირვა აღავლინა.

ღვთისმსახურება თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო.

 ძვირფასო აბიტურიენტებო, გლოცავთ დიდი სიყვარულით, გისურვებთ ღვთის შეწევნას და წარმატებას მისაღებ გამოცდებში. გახსოვდეთ, რომ ცოდნა დიდი საუნჯეა, რომელიც ადამიანს ამაღლებს - ასე მიმართა აბიტურიენტებს შიო მესამე

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის