"კურიერის" ინფორმაციით, გიორგი გახარიასა და მიხეილ სააკაშვილს შორის, შეერთებულ შტატებში, კონსპირაციული შეხვედრა შედგა.
"რუსთავი 2-მა" გაარკვია, რომ შეერთებულ შტატებში "ნაციონალური მოძრაობისა" და პარტია "საქართველოსთვის" დელეგაციები ერთ სასტუმროში იმყოფებოდნენ.
შედგა თუ არა რაიმე ტიპის შეხვედრა გიორგი გახარიასა და ნიკა მელიას შორის, უცნობია, თუმცა იმას, რომ ყოფილი პრემიერი იმავე სასტუმროში იმყოფებოდა, სადაც "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე - ადასტურებს, ასევე, ვაშინგტონში მყოფი თინათინ ბოკუჩავა. თუმცა იმასაც ამბობს, რომ სასტუმროდან გიორგი გახარია "გაიქცა".
სასტუმროს ტერიტორია გიორგი გახარიამ უკვე დატოვა, თუმცა "კურიერმა" მისი დაცვის წარმომადგენელი კვლავ სასტუმროში დააფიქსირა.
ასევე, ამავე სასტუმროში - The Mayflower Hotel-ში ჩავიდა მიხეილ სააკაშვილიც, თუმცა მან "რუსთავი 2-თან" კომენტარი არ გააკეთა.

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.