USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
Tbilisi
რუსთაველზე, თამაზ გაიაშვილის კუთვნილ ისტორიულ შენობაში 194-ნომრიანი სასტუმრო და კაზინო მოეწყობა
Date:  1386

თბილისში, რუსთაველის გამზირის 12 ნომერში, ყოფილი კავშირგაბმულობის სამინისტროს შენობაში ახალი 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო და კაზინო მოეწყობა. თბილისის არქიტექტურის სამსახურის თანახმად, პროექტის წინასწარი შეთანხმება უკვე მოხდა და შესაბამისი თანხმობაც გაცემულია.

უძრავი ქონება 3,493 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთს დაიკავებს. ქონების მესაკუთრეა შპს “მარილი 2020”, რომლის დამფუძნებელი და 100%-იანი მესაკუთრე “ჯორჯიან ეარვეისის” დამფუძნებელი პარტნიორი თამაზ გაიაშვილია. ამჟამად არსებულ ნაგებობაში ამავე ავიაკომპანიის სათავო ოფისი არის განთავსებული.

განმარტებითი ბარათის თანახმად, შენობა ლესია უკრაინკას ქუჩის მიმართულებით გაფართოვდება და ის კვადრატული ფორმის მიწის ნაკვეთის სრულ სივრცეს დაიკავებს, რისთვისაც ყოფილი კავშირგაბმულობის სამინისტროს შენობის უკან მდებარე მცირე ზომის ნაგებობის დემონტაჟი უკვე განხორციელდა.

შენობა რუსთაველის გამზირის მხრიდან არსებულ ისტორიულ იერსახეს შეინარჩუნებს, ხოლო ლესია უკრაინკას ქუჩაზე გაფართოვდება იმავე სტილის ნაგებობით, რათა ახალი ნაგებობა მის ისტორიულ იერსახესთან იყოს შესაბამისობაში. მთლიანობაში შენობას 10 სართული ექნება, მათ შორის 3 მიწისქვეშ განთავსდება და 16,238 კვადრატულ მეტრს დაიკავებს.

ახალ ნაგებობის შუაში წრიული ფორმის შიდა ეზო განთავსდება. ახალ კომპლექსში კაზინოს გარდა კომერციული ფართებიც განთავსდება.



society
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way