USD 2.6126
EUR 3.0364
RUB 3.0189
თბილისი
რუსთაველის გამზირზე წელს მხოლოდ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაა გათვალისწინებული, შენობების განახლება შემდგომი ეტაპია, რომელსაც თბილისის განვითარების ფონდი განახორციელებს
თარიღი:  469

ბევრი ობიექტია ნამდვილად რუსთაველის გამზირზე და ყველა გაფრთხილებულია, გამგეობის თანამშრომლების მიერ ინფორმირებულია, რომ იწყება გამზირის რეაბილიტაცია, - განაცხადა თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა გიორგი აბუთიძემ.

მისივე თქმით, ფეხით მისასვლელი ყველგან დარჩება.

„რა თქმა უნდა, ხმაური, ცოტა მტვერი შეაწუხებს მოსახლეობასაც და თვითონ კომერციული ობიექტების მფლობელებსაც, თუმცა ამხელა პროექტი სხვანაირად ვერ გამოვა. ბოდიში გვინდა მოსახლეობას მოვუხადოთ, დისკომფორტი იქნება ეს ოთხი თვე, თუმცა საბოლოოდ ალბათ ყველა კმაყოფილი იქნება. ეს ოთხი თვე ყველამ უნდა გავიჭირვოთ ცოტ-ცოტა, რათა შედეგი დაიდოს და რუსთაველის გამზირი კიდევ უფრო მიმზიდველი იყოს მომავალში.

წელს მხოლოდ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაა გათვალისწინებული, შენობების განახლება შემდგომი ეტაპია, რომელსაც თბილისის განვითარების ფონდი განახორციელებს. მაქსიმალურად იქნება შენარჩუნებული შენობების ავთენტურობა. ზოგიერთ შენობას გამაგრება სჭირდება, ზოგს ფასადების შეკეთება და ამ მიმართულებით განხორციელდება შემდგომ ეტაპზე სამუშაოები“, - აღნიშნა გიორგი აბუთიძემ.

მსოფლიო
კრემლმა დონბასში ბუფერული ზონის შექმნის იდეა უარყო- პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად მიიჩნევს
როგორც ჩანს, რუსეთი უკრაინასთან ომის გაგრძელებას წლობით აპირებს და კრემლი არც დონბასის რეგიონის დაკავების შემთხვევაში გეგმავს შეჩერებას.
კრემლმა დონბასში ბუფერული ზონის შექმნის იდეა უარყო- პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად მიიჩნევს:
“მშვიდობა არ იქნება, კრემლმა ომის შეწყვეტის წინადადება უარყო: ჩვენ არ გვჭირდება ბუფერული ზონა, რადგან დონბასი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაა”…
 რუსეთი ომის დასასრულებლად ითხოვს:
1. ყირიმისა და დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების ოკუპირებული ნაწილების რუსეთის ტერიტორიის ოფიციალურად აღიარებას.
2. უკრაინის ნეიტრალური სტატუსის გამყარებასა და ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმას.
3. უკრაინის შეიარაღებული ძალების რაოდენობის შემცირებასა და მათი საბრძოლო შესაძლებლობების შეზღუდვას.
4. უკრაინისთვის დასავლური შეიარაღების მიწოდებისა და სადაზვერვო მონაცემების გადაცემის შეწყვეტას.
5. რუსული ენის სტატუსის გაფართოებასა და რუსულენოვანი მოსახლეობისთვის დამატებითი გარანტიების მიცემას.
6. უკრაინის მიერ რუსეთისთვის რეპარაციების გადახდის მოთხოვნაზე უარის თქმას.
7. რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების ეტაპობრივ აღდგენასა და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციების გაუქმებას
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის