USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
Tbilisi
რუსთაველის გამზირზე სამკილომეტრიანი საავტობუსე ზოლი დაიხაზა
Date:  611
რუსთაველის გამზირზე სამკილომეტრიანი საავტობუსე ზოლი დაიხაზა.

საზოგადოებრივი ტრანსპორტის კომფორტული და სწრაფი გადაადგილების მიზნით, რუსთაველის გამზირზე ავტობუსებისთვის განკუთვნილი სპეციალური ზოლი დაიხაზა.
ე.წ. ბასლეინის სიგრძე სამ კილომეტრს შეადგენს.
 
მიმდინარე წელს დედაქალაქში 20 კილომეტრის სიგრძის ავტობუსის ზოლი შეიქმნა.  ამავე წელს ასევე, დაგეგმილია აღნიშნული მაჩვენებლის 60 კილომეტრამდე გაზრდა, რაც მთლიანი სატრანსპორტო დერეფნის დაახლოებით, ნახევარს შეადგენს.
 
ავტობუსის შეუფერხებელი გადაადგილებისთვის გამოყოფილი ზოლები უკვე დახაზულია ანჯაფარიძის, მელიქიშვილის, კოსტავას, პუშკინის, ბარათაშვილის, ალექსიძის, ვეკუას, ხიზანიშვილის, იონა ვაკელის, ჩოლოყაშვილის, კალანდაძის, კანდელაკის, შარტავასა და ვახტანგ გორგასალისა ქუჩებზე. ასევე, ჭავჭავაძის, პეკინის, აღმაშენებლის, რობაქიძის (ნაწილობრივ) გამზირებზე და ბარათაშვილის აღმართზე.

სამომავლოდ, ავტობუსის ზოლები განთავსდება შემდეგ მისამართებზე: პოლიტკოვსკაიას, ქავთარაძის, თამარაშვილის, აფხაზის, ჰოლბრუკის, ხმელინცკის, ჯავახეთის, ჩაჩავას, დადიანის, წინამძღვრიშვილის, გაგარინის, ერისთავის, ბელიაშვილის, ბალანჩინის, მირიან მეფის, პეტრიწისა და არჩილ მეფის ქუჩებზე; ბერი გაბრიელ სალოსის, ქეთევან დედოფლის, ვაჟა-ფშაველას, მოსკოვის, თამარ მეფის, წერეთლის, გელოვანის, რობაქიძის (სრულად), ფარნავაზ მეფისა და გურამიშვილის გამზირებზე, ასევე, კახეთის გზატკეცილზე.

აღნიშნული გეგმა დამუშავების პროცესშია და შესაძლოა, მასში გარკვეული ცვლილებები განხორციელდეს.  

society
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way