USD 2.6104
EUR 3.0364
RUB 3.0513
თბილისი
რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს
თარიღი:  444

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია. ამ დროისთვის სრულდება ძველი ასფალტის საფარის მოფრეზვის სამუშაოები. ასევე მიმდინარეობს მოაჯირების, ბორდიურების და სხვადასხვა ინფრასტრუქტურული დეტალის დემონტაჟი. კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ დაწყებული აქვს მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაციის საწყისი ეტაპი.

მასშტაბური რეაბილიტაციის ფარგლებში, თბილისის მთავარი გამზირი 4 თვით ყველანაირი ტრანსპორტისთვის გადაიკეტა. პროექტის პირველ ეტაპზე, მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელები შეიცვლება. რეაბილიტაცია ჩაუტარდება წყალმომარაგების, წყალარინების, სანიაღვრე და გაზმომარაგების ცენტრალურ ქსელებს. ასევე, საჰაერო სადენები განთავსდება მიწისქვეშა საკაბელო არხებში. დამონტაჟდება მიწისქვეშა ნარჩენშემკრები ურნები. ამასთანავე, მოეწყობა ახალი საგზაო ინფრასტრუქტურა, განახლდება გზის სავალი ნაწილი და ტროტუარები, დაიგება ასფალტის საფარი. სრულად შეიცვლება გარე განათების ქსელი — დამონტაჟდება თანამედროვე LED განათების სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს გამზირის უკეთეს განათებასა და ენერგოეფექტიანობას. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები. მოეწყობა მიწისზედა ქვეითთა გადასასვლელები, დამონტაჟდება ახალი საგზაო ნიშნები და დაიხაზება ჰორიზონტალური მონიშვნები. გამზირის ინფრასტრუქტურა სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

სამუშაოები ნოემბრის ბოლოს დასრულდება. პროექტის ჯამური ღირებულება 50 მილიონამდე ლარია.

მსოფლიო
კრემლმა დონბასში ბუფერული ზონის შექმნის იდეა უარყო- პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად მიიჩნევს
როგორც ჩანს, რუსეთი უკრაინასთან ომის გაგრძელებას წლობით აპირებს და კრემლი არც დონბასის რეგიონის დაკავების შემთხვევაში გეგმავს შეჩერებას.
კრემლმა დონბასში ბუფერული ზონის შექმნის იდეა უარყო- პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად მიიჩნევს:
“მშვიდობა არ იქნება, კრემლმა ომის შეწყვეტის წინადადება უარყო: ჩვენ არ გვჭირდება ბუფერული ზონა, რადგან დონბასი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაა”…
 რუსეთი ომის დასასრულებლად ითხოვს:
1. ყირიმისა და დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების ოკუპირებული ნაწილების რუსეთის ტერიტორიის ოფიციალურად აღიარებას.
2. უკრაინის ნეიტრალური სტატუსის გამყარებასა და ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმას.
3. უკრაინის შეიარაღებული ძალების რაოდენობის შემცირებასა და მათი საბრძოლო შესაძლებლობების შეზღუდვას.
4. უკრაინისთვის დასავლური შეიარაღების მიწოდებისა და სადაზვერვო მონაცემების გადაცემის შეწყვეტას.
5. რუსული ენის სტატუსის გაფართოებასა და რუსულენოვანი მოსახლეობისთვის დამატებითი გარანტიების მიცემას.
6. უკრაინის მიერ რუსეთისთვის რეპარაციების გადახდის მოთხოვნაზე უარის თქმას.
7. რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების ეტაპობრივ აღდგენასა და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციების გაუქმებას
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის