USD 2.6908
EUR 3.1593
RUB 3.5880
Tbilisi
რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის რამდენიმე ოლქს შეუტიეს, არიან დაშავებულები
Date:  2148

რუსმა ოკუპანტებმა ჩერკასზე სარაკეტო შეტევა განახორციელეს, რის შედეგადაც ქალაქში ხანძარი გაჩნდა და 7 ადამიანი დაშავდა, - ამის შესახებ ჩერკასის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, იგორ ტაბურეცმა და ჩერკასის მერმა, ანატოლი ბონდარენკომ განაცხადეს.

„სარაკეტო თავდასხმა რეგიონულ ცენტრზე. ქალაქში რამდენიმე ხანძარია. ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობს. წინასწარი მონაცემებით, ექვსი ადამიანი დაშავდა“, - აღნიშნა იგორ ტაბურეცმა.

მოგვიანებით, ჩერკასის მერმა, ანატოლი ბონდარენკომ განაცხადა, რომ უახლესი ინფორმაციით, დაშავებულთა რიცხვი გაიზარდა.

„გვყავს შვიდი დაშავებული, მათ შორის ერთი ბავშვი“, - აღნიშნა მერმა.

ამასთან, რუსებმა თავდასხმა განახორციელეს ოდესაზეც, რის შედეგადაც, „პრივოზის“ ბაზარს ცეცხლი გაუჩნდა. საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურმა განაცხადა, რომ „მაშველები რუსული ტერორის შედეგების აღმოსაფხვრელად მუშაობენ და ცდილობენ, ოდესელებისთვის და ყველა ტურისტისთვის ასეთი მნიშვნელოვანი ადგილი ხანძრისგან იხსნან“.

რუსებმა დრონებით ნიკოლაევსაც შეუტიეს, რამაც ქალაქში ხანძარი გამოიწვია. ნიკოლაევის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ, ვიტალი კიმმა განაცხადა, რომ ამ დროისთვის დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს.

World
ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე დასასწრებად ერევანში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე დასასწრებად სომხეთის დედაქალაქ ერევანში ჩავიდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია პრეზიდენტის პრესსპიკერზე სერგეი ნიკიფოროვზე დაყრდნობით ავრცელებს.

ნიკიფოროვის განცხადებით, იგეგმება უკრაინის პრეზიდენტის შეხვედრა ნორვეგიის, ფინეთის, გაერთიანებული სამეფოს და ჩეხეთის პრემიერ-მინისტრებთან.

პრეზიდენტის პრესსპიკერის თქმით, სამიტი ორდღიანია და შესაბამისად, ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრები ღონისძიების მეორე დღესაც გაგრძელდება.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way