USD 2.6938
EUR 3.1652
RUB 3.5959
თბილისი
რუსი ტურისტებისთვის ყველაზე იაფი დასასვენებელი მიმართულებებია აფხაზეთი და გელენჯიკი
თარიღი:  952

რუსეთის ტურ-ოპერატორთა ასოციაციის განცხადებით, სექტემბრის მეორე ნახევარში რუსეთის შავი ზღვის კურორტებზე დასვენება საგრძნობლად გაიაფდა.

მათივე განცხადებიტ, ყველაზე ხელმისაწვდომი მიმართულებების ხუთეულს აფხაზეთი ლიდერობს:  ოკუპირებულ 10 დღიანი დასვენება ბილეთების ჩათვლით, რუსს ტურისტებს  50,8 ათასი რუბლი დაუჯდებათტ, რაც სექტემბრის დასაწყისთან შედარებით 19%-ით იაფია.

მეორე ადგილზეა იაფი ტურები გელენჯიკში: ტურისტებს იქ 10 დღიანი დასვენება დაახლოებით 55,6 ათასი რუბლი დაუჯდებათ, რაც თითქმის მეოთხედით იაფი, ვიდრე თვის დასაწყისში.

შემდეგი მოდის ანაპა (62,5 ათასი რუბლი), სოჭი (67,9 ათასი რუბლი) და არაბეთის გაერთიანებული საემიროები (92,2 ათასი რუბლი).

თუმცა, თურქეთი რჩება ყველაზე პოპულარულ მიმართულებად რუს ტურისტებს შორის - მას უკავია ტურისტული პაკეტის გაყიდვების 61%, ხოლო 10-დღიანი ტურის ფასი დაახლოებით 100 ათასი რუბლიდან იწყება. ბაზრის 15% მოდის ეგვიპტეზე, 11% რუსეთის კურორტებზე, 8% არაბეთის გაერთიანებულ საემიროებზე და 5% ტაილანდზე.

მსოფლიო
ირანი - ის ქვეყნები, რომლებსაც მტერი ირანზე თავდასხმისთვის გამოიყენებს, ნავთობის წარმოებას უნდა დაემშვიდობონ

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის საჰაერო ძალების მეთაური ქვეყნის სამხრეთელ მეზობლებს აფრთხილებს, რომ თუ მათ ტერიტორიას ან ობიექტებს მტერი ირანზე თავდასხმისთვის გამოიყენებს, ისინი „ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ნავთობის წარმოებას უნდა დაემშვიდობონ“, - ინფორმაციას CNN-ი ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, სამხედრო მეთაურმა ასევე განაცხადა, რომ ირანის „სამიზნეების სია“ გაფართოვდა და ის არა მხოლოდ სამხედრო ობიექტებს მოიცავს, არამედ ახლო აღმოსავლეთში, კერძოდ, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, საუდის არაბეთში, ქუვეითში, კატარსა და ბაჰრეინში, მდებარე ნავთობის მსხვილ საბადოებსა და ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებსაც.

ირანული მედია წერს, რომ სპარსეთის ყურის ზოგიერთმა ქვეყანამ ადრე „ირანის მტრებს მათი ტერიტორიის გამოყენების უფლება მისცა“ და თუ ისინი იგივეს ახლაც გააკეთებენ, მათი „ეკონომიკური სიცოცხლისუნარიანობა სერიოზული რისკის ქვეშ აღმოჩნდება“.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის