USD 2.6195
EUR 3.0551
RUB 3.1118
თბილისი
რუსი პროპაგანდისტები ბრაზობენ ვუჩიჩზე და ფიცოზე, ალბათ თავს იკატუნებენ, ჩვენთან ჩამოსვლის ეშინიათ და მიზეზებს ეძებენო
თარიღი:  1225
კრემლმა იმ იმედით გამოაცხადა 9 მაისისათვის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტა, რომ უკრაინელების მხირდან სამხედრო აღლუმის პოტენციური დაბომბვა არ განხორციელებულიყო და მოსკოვის ცაზე საჰაერო განგაში აერიდებინა თავიდან. ეს ყველაფერი კი იმ ფონზე ხდებოდა, რომ იგი უცხოელ ლიდერებს ელოდა მოსკოვში, რითიც საერთაშორისო ლეგიტიმაციის დაბრუნებას ცდილობდა.
 
მაგრამ ერთი კვირაა აქტიური საინფორმაციო კამპანია მიმდინარეობს პოტენციური საფრთხეების შესახებ - თვით უკრაინის პრეზიდენტიც კი გამოვიდა და აღნიშნა, რომ აღლუმის უსაფრთხოების გარანტიას ის ვერავის მისცემდა. ლოგიკურია, ადგილი, სადაც რუსული შეიარაღება და სამხედრო ძალები იყრიან თავს ომის მდგომარეობაში ლეგიტიმურ სამხედრო სამიზნედ იქცევიან. შესაბამისად, კრემლისადმი პოზიტიურად განწყობილი ლიდერები თავის არიდებას იწყებენ მოსკოვში ჩასვლისაგან, მიუხედავად იმისა იქნება თუ არა საჰაერო განგაში.
 
სერბეთის პრეზიდენტი ვუჩიჩი და სლოვაკეთის პრემიერი ფიცო ავად გახდნენ და შეხვედრას ალბათ არ დაესწრებიან. რუსი პროპაგანდისტები ბრაზობენ ალბათ თავს იკატუნებენ, ჩვენთან ჩამოსვლის ეშინიათ და მიზეზებს ეძებენო. ამასთან, ინდოეთის პრემიერი ნარენდრა მოდიც აუქმებს ღონისძიებაზე დასწრებას. ჩინეთმა მიმართა უკრაინას თავი შეიკავოს იერიშებისაგან, მაგრამ ზელენსკის განცხადების შემდეგ საინტერესოა ჩავა თუ არა სი ძინ პინის ღონისძიებაზე.
 
მაგრამ შეხვედრაზე საქართველოს სახელმწიფოებრიობის მტრები ნამდვილად იქნებიან, მათ შორის აფხაზი სეპარატისტების ლიდერიც.
სომხეთის პრემიერის დასწრება ძალიან ცუდი ამბავია, მაგრამ ნათელია, რომ ფაშინიანი თავისი პოლიტიკური კარიერისათვის და პრო-რუსული ძალების დასაშოშმინებლად მოსკოვთან გზების დაწვისაგან თავის არიდებას ცდილობს და აზერბაიჯანთან ურთიერთობაში დახმარების იმედიც აქვს, თუმცა რამდენად საფუძვლიანია ეს გამოჩნდება.
 
ამ ფონზე აშშ-მ 310 მილიონი დოლარის უკრაინელების F16-ზე წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა დაამტკიცა.
 
მსოფლიო
კრემლმა დონბასში ბუფერული ზონის შექმნის იდეა უარყო- პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად მიიჩნევს
როგორც ჩანს, რუსეთი უკრაინასთან ომის გაგრძელებას წლობით აპირებს და კრემლი არც დონბასის რეგიონის დაკავების შემთხვევაში გეგმავს შეჩერებას.
კრემლმა დონბასში ბუფერული ზონის შექმნის იდეა უარყო- პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად მიიჩნევს:
“მშვიდობა არ იქნება, კრემლმა ომის შეწყვეტის წინადადება უარყო: ჩვენ არ გვჭირდება ბუფერული ზონა, რადგან დონბასი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაა”…
 რუსეთი ომის დასასრულებლად ითხოვს:
1. ყირიმისა და დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების ოკუპირებული ნაწილების რუსეთის ტერიტორიის ოფიციალურად აღიარებას.
2. უკრაინის ნეიტრალური სტატუსის გამყარებასა და ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმას.
3. უკრაინის შეიარაღებული ძალების რაოდენობის შემცირებასა და მათი საბრძოლო შესაძლებლობების შეზღუდვას.
4. უკრაინისთვის დასავლური შეიარაღების მიწოდებისა და სადაზვერვო მონაცემების გადაცემის შეწყვეტას.
5. რუსული ენის სტატუსის გაფართოებასა და რუსულენოვანი მოსახლეობისთვის დამატებითი გარანტიების მიცემას.
6. უკრაინის მიერ რუსეთისთვის რეპარაციების გადახდის მოთხოვნაზე უარის თქმას.
7. რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების ეტაპობრივ აღდგენასა და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციების გაუქმებას
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის