USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
Tbilisi
რუსი მინისტრი - რუსეთი შეწყვეტს სამხედრო მოქმედებებს უკრაინაში, როცა მოლაპარაკების შედეგი მისთვის დამაკმაყოფილებელი იქნება
Date:  463

რუსეთის ფედერაცია მზად არის უკრაინაზე მოლაპარაკებისთვის, მაგრამ შეაჩერებს სამხედრო მოქმედებებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შედეგი რუსულ მხარეს დააკმაყოფილებს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჰაკან ფიდანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„მზად ვართ ვისაუბროთ როგორც უკრაინასთან, ასევე ევროპასთან, ნებისმიერ წარმომადგენელთან, რომელსაც კეთილი ნებით სურს ხელი შეუწყოს მშვიდობის მიღწევას, მაგრამ ჩვენ შევწყვეტთ სამხედრო მოქმედებებს მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს მოლაპარაკებები გამოიღებს მტკიცე და მდგრად შედეგს, რომელიც რუსეთის ფედერაციისთვის დამაკმაყოფილებელი იქნება“, - აღნიშნა ლავროვმა.

მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ეს მკაფიოდ განაცხადა.

„რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია ადგილზე არსებული რეალობა“, - აღნიშნა ლავროვმა.

society
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way