USD 2.6932
EUR 3.2009
RUB 3.5273
Тбилиси
რუსი დიპლომატები სამშობლოში ურიკით დაბრუნდნენ
дата:  495

25 თებერვალს რუსი დიპლომატებისა და მათი ოჯახის წევრებისაგან შემდგარი ჯგუფი ჩრდილოეთ კორეიდან სამშობლოში თვითნაკეთი ურიკით დაბრუნდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

დიპლომტებს ამ გრძელი და რთული გზით სამშობლოში დაბრუნებამ იმ მიზეზით მოუწიათ, რომ კორონავირუსიის პანდემიის გამო ჩრდილოეთ კორეის რესპუბლიკას საზღვრები ჩაკეტილი აქვს და სამგზავრო მიმოსვლა კი აკრძალული. თავდაპირველად მათ მატარებელში გაატარეს 32 საათი, შემდეგ კიდევ 2 საათი იმგზავრეს ავტობუსით და ბოლოს მარშრუტის ყველაზე საპასუხისმგებლო-სასაზღვრო საფეხმავლო მონაკვეთი გაიარეს თვითნაკეთი ურიკით, ე. წ. დრეზინით.

ამ მიზნით მათ სახელდახელოდ დაამზადეს ურიკა, დააყენეს რელსებზე, განათავსეს მასზე ბარგი, დასვეს ოჯახის წევრები და გაუდგნენ გზას. ამ ჯგუფში ერთადერთი მამაკაცი და, შესაბამოსად, ურიკის მძღოლი აღმოჩნდა საელჩოს მესამე მდივანი ვლადიმერ სოროკინი, ხოლო ურიკის ყველაზე უმცროსი წევრი მისი სამი წლის ქალიშვილი. მთელი კილომეტრის მანძილზე გახდა საჭირო ურიკის თრევა რკინიგზის რელსებზე. განსაკუთრებით რთული იყო მდინარე ტუმანაიაზე გადებული ხიდის სარკინიგზო მონაკვეთის დაფარვა, რის შემდეგაც ისინი აღმოჩნდნენ სასაზღვრო პუნქტ ხასანში, სადაც მათ დახვდათ საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლობა, რომლებმაც ურიკის მგზავრები ავტობუსით გადაიყვანა ვლადივოსტოკის აეროპორტში. საგარეო საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს ვიდეოს, სადაც კარგად ჩანს, როგორ მიაგორებენ ისინი რელსებზე ურიკას შეძახილებით: „სამშობლო, შეგვეგებე“.

ამასთანავე 23 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ამერიკის ექსპრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის პრეზიდენტს - კიმ ჩენ ინს ვიეტნამიდან ფხენიანში გადასაფრენად საკუთარი თვითმფრინავით მომსახურება შესთავაზა. ეს იყო მეგობრული ჟესტი ექსპრეზიდენტის მხრიდან, რომელიც ჩრდილოეთ კორეის ლიდერს მნიშვნელოვნად დაუზოგავდა სამშობლოში დაბრუნებაზე გათვლილ დროს, თუმცა კიმ ჩენი ინმა ყოფილი კოლეგის შეთავაზება არ მიიღო.

 

წყარო: lenta.ru

мир
ტრამპი: ირანისკენ კიდევ ერთი მშვენიერი არმადა მიემართება

ირანისკენ კიდევ ერთი მშვენიერი არმადა მიემართება, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აიოვას შტატში, მხარდამჭერების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ივნისში, ირანის ბირთვული პოტენციალი გავანადგურეთ. ამას ხალხი 22 წელი ელოდა. მათ ბირთვულ იარაღამდე დაახლოებით ერთი თვე აშორებდათ. ეს უნდა გაგვეკეთებინა“, - განაცხადა ტრამპმა.

დონალდ ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ ირანი აშშ-სთან შეთანხმებას გააფორმებს.

„ახლა ირანისკენ კიდევ ერთი მშვენიერი არმადა მიემართება. დიდი იმედი მაქვს, რომ შეთანხმებას გააფორმებენ. შეთანხმება პირველივე ჯერზე უნდა გაეფორმებინათ“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, ავიამზიდ „აბრაამ ლინკოლნის“ დამრტყმელი ჯგუფი ახლო აღმოსავლეთში ორშაბათს ჩავიდა. აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ დამრტყმელი ჯგუფი სამხედრო მზადყოფნის შემოწმების მიზნით წვრთნებს ჩაატარებს.

ინფორმაციისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანმა აშშ-სთან ახალი ბირთვული შეთანხმება უნდა დადოს, რომლის ფარგლებშიც თეირანი ურანის გამდიდრებას ვეღარ შეძლებს. 2025 წლის გაზაფხულზე აშშ-ის პრეზიდენტმა ირანის უზენაეს ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის წერილი გაუგზავნა და მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა. წერილის თანახმად, დონალდ ტრამპმა ირანს ორი თვე მისცა, რათა ბირთვული პროგრამა შეეჩერებინა. 2025 წლის აპრილში, ომანში აშშ-ისა და ირანის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები დაიწყო, რომელიც ივნისამდე გაგრძელდა. ირანმა ბირთვული პროგრამის შეჩერების შესახებ აშშ-ის მოთხოვნას მიუღებელი უწოდა და განაცხადა, რომ აშშ-ს ახალ წინადადებას წარუდგენდა. გასული წლის 13 ივნისს ისრაელმა ირანში რამდენიმე სამხედრო ობიექტს დაარტყა, ხოლო ისრაელის იერიშების დაწყებიდან ერთი კვირის შემდეგ, აშშ-მა ირანში ბირთვული ობიექტები დაბომბა.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати