USD 2.7421
EUR 2.8841
RUB 2.6007
თბილისი
რუსეთთან მებრძოლი სვანური სოფელი ხალდე
თარიღი:  2074
1875-1876 წლებში რუსულმა ჯარმა სვანური სოფელი ხალდე მიწასთან გაასწორა და აკრძალა ამ ტერიტორიაზე დასახლება. ხალდეს აჯანყების ამსახველი დოკუმენტები შარშან ხუთი თვით მესტიის ეთნოგრაფიულ მუზეუმში გამოიფინა.
 
„კარგად იბრძოდნენ ჩვენი ვაჟები, ყველაზე უფრო - გურმაჩ და ჭოხან“. - ეს არის ციტატა სვანური სიმღერიდან „გაულ გავხე“, რომელიც ხალდეს აჯანყებაზე დაიწერა.
 
სვანები 1875 წელს აჯანყდნენ, როდესაც მეფის რუსეთმა სვანეთში არაყსა და თამბაქოზე სააქციზო გამოსაღები შემოიღო და „ფოშტის ფულიც“ დააწესა. საადგილმამულო გადასახადის შემოსაღებად ნამესტნიკებმა მიწების აზომვაც დაიწყეს.2 ათასამდე ადგილობრივი მცხოვრები სოფელ კალაში ლაგურკას ეკლესიასთან შეიკრიბა, სადაც სვანეთის სიწმინდე, მე-12 საუკუნის მაცხოვრის ხატი ინახება. მოსახლეობამ სწორედ ამ ხატზე დაიფიცა, რომ რუსებს წინააღმდეგობას გაუწევდნენ.
 
მალე სვანეთში სადამსჯელო ექსპედიცია გაიგზავნა. აჯანყების მეთაურებიდან 13 კაცი დააპატიმრეს, გაქცევა მოასწრო სამმა: ჩარგაზ ჯოხაძემ, ხაშუბათ ქურდიანმა და გურმაჩ გასვიანმა - სწორედ იმან, რომელიც სიმღერის ტექსტში იხსენიება.
 
ქურდიანი სოფელ მულახიდან იყო, გასვიანი და ჯოხაძე კი - ხალდედან. ერთი წლის თავზე სადამსჯელო ექსპედიცია მეორედ ავიდა სვანეთში. ქურდიანების ოჯახი გაანადგურეს, მისი ორი ბავშვი მარხილზე მოაბეს, ხალდის გადასახვევთან მიიყვანეს და სოფელს ჩარგაზ ჯოხაძისა და ხაშუბათ ქურდიანის გადაცემა მოსთხოვეს.„ეს ორი იმ დროს სოფელში არ იმყოფებოდა, სათიბებში იყვნენ. სოფელმა თქვა, სექტემბერში თავად ჩაგაბარებთო“, - ამბობს ისტორიის მკვლევარი თორნიკე გასვიანი.
 
მაგრამ დაპირებამ არ გაჭრა და საქმე შეტაკებამდე მივიდა. მაშინ ხალდეში 19-მდე ოჯახი სახლობდა, ძირითადად გასვიანები, ჯოხაძეები, ჩოფლიანები და ჩეგიანები. სოფელს 11 კოშკი (მურყვამი) ჰქონდა, რომლებიც შემდეგ საფუძვლამდე დაანგრიეს. სოფლის ცენტრში მაცხოვრის სახელობის ეკლესია იდგა.19 ოჯახიდან 32 მამაკაცი აღმოჩნდა ისეთი, ვისაც თოფის ხელში დაჭერა შეეძლო. სწორედ ისინი იცავდნენ სოფელს რეგულარული არმიისგან. ბიულეტენში, რომელიც ეროვნულმა მუზეუმმა გამოსცა, წერია, რომ სადამსჯელო ექსპედიციაში შედიოდა: ალექსანდროპოლის (დღევანდელი გიუმრი) ქვეითი ლეგიონი, 2 ცხენოსანი ასეული, 39-ე საარტილერიო ბრიგადის სამთო ბატარეა, მესანგრეთა რაზმი, გურულთა ქვეითი ასეული, კახელთა მილიციის ასეული და ბეჩოს სამხედრო ნაწილი. ასევე, საჭიროების შემთხვევაში, ჯარს ყაბარდოდან უნდა მიშველებოდა მილიცია, 300 ქვეითის შემადგენლობით.
 
„მუსიკოსთა ოცეულიც კი ჰყავდათ წაყვანილი, ჯარისკაცების გასამხნევებლად უკრავდნენ... მოპირდაპირე მთაზე ზარბაზნები განათავსეს... “ხალდელები იბრძოდნენ 1 აგვისტოდან 27 აგვისტომდე, სანამ ტყვია-წამალი არ გამოელიათ. ამის შემდეგ სოფელი მიწასთან გაასწორეს. გაზეთი „ივერია“ წერს: „ჯარმა მიაყარა კოშკს ძირში შეშა და ცეცხლი მისცა. კვამლმა კოშკი მოიცვა. შიგ მყოფნი გარეთ ვერას ჰხედავდნენ. უცებ, ოთხსავე კედელში ლაღუმი შეუდვეს და კოშკი ააფეთქეს. მის ნანგრევებში გაეხვივნენ შიგ მყოფი ორი ძმა გეგი და ბადრი გასვიანები. ამის შემდეგ მთელი ჯარი სოფლად შევიდა. ქვითკირები ლაღუმით დაანგრიეს, ხის შენობანი ცეცხლით დასწვეს. ცეცხლი წაუკიდეს აგრეთვე მოსამკელ ყანებსაც“.
 
კარგა ხნის შემდეგ ამაზე მურმან ლებანიძემ დაწერა:
 
„მზე გადაიღალა და გადიხარა, ღამეს უკოშკო ხალდეში ვათევ:
შენ რქამოტეხილს ჰგავხარ წიქარას, შენ ვინ დაგტოვა უკოშკოდ, ხალდე?!“ხალდეს აჯანყებას მიეძღვნა დავით წერედიანის ერთ-ერთი საუკეთესო ლექსი: „ძველი სიმღერა“.
„...რად ბრიალებდა ქონგურზე ალმოდებული ჩოხა,
რად მოკვდნენ ასგზის ათასჯერ ჩემი გურმაჩ და ჭოხან...
- ისე შემყროდეს სიკვდილი, მხარი ნუ მეგრძნოს ძმისა!
- მტრისგანამც გამომეჩოქოს დასამარხავი მიწა!..“
 
აჯანყებულები კავკასიის საველე სამხედრო სასამართლოზე გაასამართლეს. საქართველოს სახელით მათ აკაკი წერეთელი იცავდა.
 
„ნიკო ნიკოლაძე ყოველდღიურად აშუქებდა მოვლენებს და მისი დამსახურებაა, რომ ხელნაწერები შემოგვრჩა. ოთხი ბრალდებულის გრაფიკული ჩანახატებიც გააკეთა. აჯანყებულების დიდ ნაწილს ციმბირის მიწისქვეშა მაღაროებში მუშაობა მიუსაჯეს. შემდეგ სად წაიყვანეს და რა მოხდა მათ თავს, ეს ყველაფერი სანკტ-პეტერბურგის არქივებშია დაცული და იგეგმება, რომ ამ არქივების შესასწავლად ხალხი გაიგზავნოს“,„ივანე ჯავახიშვილი მიიჩნევდა, რომ ქართველები ქალდეური ცივილიზაციიდან არიან წამოსულები. ამის ერთ-ერთ საბუთად მოჰყავდა ის, რომ სვანეთში შენარჩუნებულია სოფელი ხალდე (იგივე ქალდე)“.
მსოფლიო
ევროპარლამენტმა ევროკომისიის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა

ევროპარლამენტმა ევროკომისიის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა, რომელსაც კვლავ ურსულ ფონ დერ ლაიენი უხელმძღვანელებს.

დადგენილებას ევროკომისიის ახალი შემადგენლობის დამტკიცების შესახებ 370 ევროპარლამენტარმა დაუჭირა მხარი. წინააღმდეგი 282 იყო, ხოლო 36 დეპუტატმა თავი შეიკავა.

ევროკომისიის ახალ შემადგენლობაში 26 ევროკომისარი იქნება. მათ შორისაა ესტონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი კაია კალასი, რომელმაც ჟოზეფ ბორელი ჩაანაცვლა.

გაფართოების საკითხებში ევროკომისრის თანამდებობა სლოვენიის წარმომადგენელს მართა კოსს ერგო. მან ამ პოსტზე უნგრელი ოლივერ ვარჰეი ჩაანაცვლა, რომელიც ახალ ევროკომისიაში ჯანდაცვისა და ცხოველების კეთილდღეობის საკითხებს გაუწევს კურირებას.

ევროკომისია საკუთარი მოვალეობის შესრულებას 1 დეკემბრიდან შეუდგება.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.