USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
თბილისი
რუსეთთან, ჩინეთთან და ირანთან დაკავშირებული ჰაკერები აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნებში ერევიან
თარიღი:  1067

რუსეთთან, ჩინეთთან და ირანთან დაკავშირებული ჰაკერები სულ უფრო ხშირად უტევენ დონალდ ტრამპისა და მისი მოწინააღმდეგის, ჯო ბაიდენის წინასაარჩენო გუნდებს. კიბერთავდასხმის მიზანი ორივე კანდიდატთან დაახლოებული ადამიანებისა და სტრუქტურების მაკომპრომატირებელი ინფორმაციის მოპოვებაა. ამის შესახებ კომპანია Microsoft-ის ექსპერტების ანგარიშში წერია.

მომხმარებლების უსაფრთხოების საკითხებში Microsoft-ის ვიცე-პრეზიდენტის ტომ ბერტის განცხადებით, კიბერთავდასხმების რაოდენობა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევენების მოახლოებასთან ერთად იმატებს.

მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა რუსი ჰაკერების ჯგუფებზე, რომლებსაც კავშირი აქვთ სამხედრო დაზვერვასთან და რომლებიც 2016 წლის არცევნებში ჩარევას უკვე შეეცადნენ.

2016 წლის ივლისში აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, დემოკრატიული პარტიის ნაციონალური კომიტეტის სერვერები გატეხეს და დაახლოებით 20 000 ელექტრონული წერილი WikiLeaks-ზე გამოქვეყნდა. ჰაკერული შეტევა განხორციელდა აგრეთვე კონგრესში დემოკრატიული პარტიის კომიტეტზე. მაშინ ამ თავდასხმებში რუსი ჰაკერები დაადანაშაულეს, რომლებიც Cozy Be-სა და Fancy Bear-ის წარმომადგენლები არიან.

საზოგადოება
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის