USD 2.6181
EUR 3.0205
RUB 3.1583
Tbilisi
რუსეთში სასამართლომ "ფეისბუქი" და "ინსტაგრამი" აკრძალა
Date:  847

რუსეთის სასამართლომ ქვეყანაში „ფეისბუქი“ და „ინსტაგრამი“ „ექსტრემიზმის“ მოტივით აკრძალა. ამის შესახებ ინფორმაციას "რია ნოვოსტი" ავრცელებს.

გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს.

სერვისების მფლობელი კომპანია "მეტას" ექსტრემისტულად ცნობის თაობაზე სარჩელი გენერალურმა პროკურატურამ მოამზადა.

„რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, რუსეთის პროკურატურაში განაცხადეს, რომ შემდგომში მოქალაქეებს მათი უფლებების შესაძლო დარღვევისგან დაიცავენ.

პროკურორების თქმით, „ექსტრემისტული ინფორმაცია“ ემუქრება როგორც ცალკეულ ადამიანებს, ისე მთლიან საზოგადოებას. ისინი ასევე ამტკიცებენ, რომ „ფეისბუქმა“ თავისი წესები დაარღვია, რადგან მომხმარებლებს იმის ნებართვა მისცა, რომ რუსი ჯარისკაცების მკვლელობის მოწოდებები გაევრცელებინათ.

რუსული მედიის ცნობით, აკრძალვა არ შეეხება WhatsApp-ის აპლიკაციას, რომელიც ასევე „მეტას“ ეკუთვნის.

World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way