USD 2.6922
EUR 3.1606
RUB 3.4826
Tbilisi
რუსეთში პუტინისა და სტალინის მოზაიკური გამოსახულებით საკათედრო ტაძარი იხსნება
Date:  732

რუსეთში უზარმაზარი საკათედრო ტაძრის გახსნას გეგმავენ, რომელზეც ვლადიმერ პუტინისა და იოსებ სტალინის პორტრეტები, ასევე, ყირიმის ანექსიისა და ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვების 74 წლისთავის ამსახველი სცენები მოზაიკით იქნება გამოსახული.

როგორც The Guardian წერს, გახსნის შემდეგ, 95-მეტრიანი კონსტურქცია მსოფლიოში ყველაზე მაღალი მართლმადიდებლური ტაძარი იქნება. იგი მოსკოვის გარეთ, პატრიოტების პარკში მდებარეობს და მისი გახსნა 9 მაისს იგეგმება. მეტწილად, ქრისტეს აღდგომის ტაძარი მეორე მსოფლიო ომში საბჭოთა გამარჯვებას მიუძღვნეს. ტაძრის მთავარი გუმბათის ქვეშ ცილინდრის დიამეტრის სიგრძე 19,45 მეტრი იქნება, ომის დასრულების თარიღის ნიშნად. ხოლო, "ხსოვნის გზას" ექნება 1418 საფეხური, რაც მეორე მსოფლიო ომში, საბჭოთა არმიის მონაწილეობის დღეებს ასახავს. The Guardian წერს, რომ გავრცელებული ინფორმაციით, ეს საფეხურები ნაცისტების სამხედრო ტექნიკისგან დარჩენილი ლითონითაა დამზადებული. განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს მოზაიკა, სადაც პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და რუსეთის სხვა ოფიციალური პირებია გამოსახული. მოზაიკაზე ჩანს ცნობილი რუსი გენერალი, ვალერი გერასიმოვი და სერგეი ასკიონოვი, რომელიც პუტინმა ანექსირებული ყირიმის მმართველად დანიშნა. ასევე, გამოსახულები არიან თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ და ფედერაციის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, ალექსანდრე ბორტკინოვი.

ერთ-ერთ პანელზე კი ასახულია 1945 წელს ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვების მარში, კრემლის წინ შეკრებილი ჯარისკაცებით. მათგან ერთ-ერთს სტალინის პორტრეტი უჭირავს. კიდევ ერთ მოზაიკაზე კი არის რამდენიმე ქალის სახე, წარწერის ფონზე "ყირიმი ჩვენია".

The Guardian წერს, რომ ეკლესიის ოფიციალურმა პირმავკათედრალის მშენებლობის არაოფიციალური ფოტოები დაადასტურა და განაცხადა, რომ ეკლესიის მოზაიკაზე ცოცხალი ადამიანების გამოსახვა "ჩვეულებრივი, მიღებული ფორმაა".

"ყოველთვის არსებობდა ეს ტრადიცია, რომ ისტორიულ სცენებს ამა თუ იმ პერიოდიდან გამოსახავდნენ კედლებზე. ერთ-ერთი ასეთი აღსანიშნავი მოვლენა იყო ყირიმის შეერთება", — თქვა კათედრალის ეპისკოპოსმა სტეფანმა.

პუტინის პრესსპიკერის თქმით, როდესაც პუტინს მოზაიკის შესახებ უთხრეს, მან გაიღიმა და თქვა: "ერთ დღესაც ჩვენი მადლიერი შთამომავლები დააფასებენ ჩვენს დამსახურებას, მაგრამ ახლა ეს ძალიან ადრეა."

tbilisi
ვაკის გამგეობა - უხვი ნალექით გამოწვეული პრობლემების მოგვარება ვაკის რაიონში 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს
უხვი ნალექით გამოწვეული პრობლემების მოგვარება ვაკის რაიონში 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. გამგეობის წარმომადგენლები, საქალაქო სამსახურებთან და კონტრაქტორ კომპანიებთან ერთად, მონიტორინგსა და ადგილზე შესაბამის სამუშაოებს ახორციელებენ.
 
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობს შიდა ქუჩების თოვლისგან დასუფთავება, საერთო ჯამში, რეაგირება განხორციელდა რამდენიმე ათეულ ქუჩაზე, სადაც მოსახლეობის გადაადგილება განსაკუთრებით პრობლემური იყო.
 
ამ დროისთვის, 50-მდე ქუჩაზე გზა გასუფთავებულია, ხოლო 20-ზე მეტ მისამართზე სამუშაოები დაგეგმილია
.
ასევე, აქტიურად მიმდინარეობს დაზიანებული, საფრთხის შემცველი ხეების სხვლა, დამუშავება და გატანა. მერიის ცხელი ხაზის და საგანგებო სამსახურის, 112-ის საშულებით, დაახლოებით, 200-ზე მეტი შეტყობინება შემოვიდა.
 
მოსახლეობას შევახსენებთ, რომ საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ დარეკოთ მერიის ცხელ ხაზზე, ნომერზე 032 2 72 22 22.
See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way