რუსეთში დააკავეს ჟურნალისტები სერგეი კარელინი და კონსტანტინე გაბოვი, რომლებიც თანამშრომლობდნენ Associated Press-თან და Reuters-თან. მათ ბრალი ედებათ გარდაცვლილი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის კომპანიაში მუშაობაში. ინფორმაციას „მედუზა“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ვიდეოჟურნალისტი კარელინი, რომელიც Associated Press-თან და Deutsche Welle-თან თანამშრომლობს, მურმანსკის ოლქში კვირას დააკავეს. მას ბრალად ედება ანტიკორუფციულ ფონდში მუშაობაში.
ამასთან, 27 აპრილს მოსკოვის სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა გაბოვს, რომელიც, სასამართლოს პრესსამსახურისა და რუსული მედიის ინფორმაციით, Reuters-ის პროდიუსერია.
გაბოვს ბრალი ედება „ექსტრემისტულ საზოგადოებაში“ მონაწილეობა - ნავალნი "იუთუბის" არხისთვის ფოტო და ვიდეო მასალების შექმნა.
გაბოვისა და კარელინის დაკავების შესახებ „რუსეთის კორუფციასთან ბრძოლის ფონდს“, ჯერჯერობით, განცხადება არ გაუკეთებია.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.