USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
თბილისი
რუსეთში დააკავეს ჟურნალისტები, რომლებიც Associated Press-თან და Reuters-თან თანამშრომლობდნენ
თარიღი:  463

რუსეთში დააკავეს ჟურნალისტები სერგეი კარელინი და კონსტანტინე გაბოვი, რომლებიც თანამშრომლობდნენ Associated Press-თან და Reuters-თან. მათ ბრალი ედებათ გარდაცვლილი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის კომპანიაში მუშაობაში. ინფორმაციას „მედუზა“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ვიდეოჟურნალისტი კარელინი, რომელიც Associated Press-თან და Deutsche Welle-თან თანამშრომლობს, მურმანსკის ოლქში კვირას დააკავეს. მას ბრალად ედება ანტიკორუფციულ ფონდში მუშაობაში.

ამასთან, 27 აპრილს მოსკოვის სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა გაბოვს, რომელიც, სასამართლოს პრესსამსახურისა და რუსული მედიის ინფორმაციით, Reuters-ის პროდიუსერია.

გაბოვს ბრალი ედება „ექსტრემისტულ საზოგადოებაში“ მონაწილეობა - ნავალნი "იუთუბის" არხისთვის ფოტო და ვიდეო მასალების შექმნა.

გაბოვისა და კარელინის დაკავების შესახებ „რუსეთის კორუფციასთან ბრძოლის ფონდს“, ჯერჯერობით, განცხადება არ გაუკეთებია.

საზოგადოება
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის