USD 2.6462
EUR 3.0177
RUB 3.4052
თბილისი
რუსეთმა უკრაინის საზღვართან სამხედრო წვრთნები დაიწყო
თარიღი:  902

რუსმა სამხედროებმა უკრაინის საზღვართან მდებარე რეგიონებში წვრთნები დაიწყეს, - ინფორმაციას მედიასაშუალებები რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებენ.

მათივე ცნობით, წვრთნები ვორონეჟის, ბელგოროდის, ბრიანსკის და სმოლენსკის ოლქებში მიმდინარეობს და მასში 3 000-მდე ჯარისკაცი და 300-მდე სამხედრო ტექნიკა მონაწილეობს, მათ შორის Т-72Б3 ტიპის ტანკები და BMP-2 ტიპის საბრძოლო მანქანები.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წვრთნების დროს აქცენტი საკონტროლო სროლებზე, სამხედრო მსვლელობის ორგანიზებაზე და საყრდენი პუნქტების აღჭურვაზე გაკეთდება.

საზოგადოება
კათოლიკოს-პატრიარქმა აბიტურიენტები დალოცა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ აბიტურიენტები დალოცა და საჩუქრად ჯვრები გადასცა.

მანამდე, პატრიარქმა თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში წირვა აღავლინა.

ღვთისმსახურება თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო.

 ძვირფასო აბიტურიენტებო, გლოცავთ დიდი სიყვარულით, გისურვებთ ღვთის შეწევნას და წარმატებას მისაღებ გამოცდებში. გახსოვდეთ, რომ ცოდნა დიდი საუნჯეა, რომელიც ადამიანს ამაღლებს - ასე მიმართა აბიტურიენტებს შიო მესამე

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის