USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
Tbilisi
რუსეთმა უკრაინაში, ომის დაწყების შემდეგ, 189 460 ჯარისკაცი დაკარგა
Date:  

ომის 429-ე დღეს ოკუპანტები უკრაინის ქალაქებს ისევ ბომბავენ. ხერსონში სარაკეტო დარტყმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა. რუსული ძალების სამიზნე გახდა დნიპროც. დაიღუპა 2 ადამიანი, მათ შორის 3 წლის ბავშვი. დღეს დილიდან განგაში იყო გამოცხადებული კიევში, ხარკოვსა და ლვოვშიც.

პარალელურად უკრაინა დონბასში ოკუპანტთა თავდასხმებს იგერიებს. ყველაზე ცხელ წერტილად კვლავ ბახმუტი რჩება, რომელზეც კონტროლის დამყარება რუსებმა დიდძალი დანაკარგების მიუხედავად, ვერ შეძლეს. ქალაქის დასავლეთ ნაწილს ამ დრომდე უკრაინელები აკონტროლებენ.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით რუსეთმა უკრაინაში 189 460 ჯარისკაცი დაკარგა, მათგან 540 ბოლო ერთ დღეში.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჯამში, ომის დაწყებიდან დღემდე, განადგურებულია 3 694 ტანკი, 7 181 ჯავშანმანქანა, 2 905 საარტილერიო სისტემა, 543 ერთეული ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემა, 294 საჰაერო თავდაცვის სისტემა, 308 თვითმფრინავი, 294 ვერტმფრენი, 2 467 ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენ აპარატი, 911 ფრთოსანი რაკეტა, 18 გემი/ნავი, 5 819 საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი, 353 ერთეული სპეცტექნიკა.

society
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way