USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Tbilisi
რუსეთმა საჰაერო სისტემები პეტერბურგიდან უკრაინაში გადაისროლა
Date:  309

რუსეთის უკრაინაში გადაისვრის სანქტ-პეტერბურგის მახლობლად დისლოცირებულ საჰაერო თავდაცვის სისტემებსა და საზენიტო რაკეტებს. ამის შესახებ ფინური გამოცემა Yle წერს სატელიტური ფოტოებზე დაყრდნობით, რომლებიც ამტკიცებს ამგვარის შეიარაღების გადასროლის ფაქტს სანქტ-პეტერბურგის სამხრეთ მიმართულებით.

პეტერბურგიდან უკრაინის საზღვრამდე მანძილი 1000 კილომეტრზე მეტია.

გამოცემა Yle-ს თანახმად რუსეთის სიდიდით მეორე ქალაქს დიდი ხნის განმავლობაში საჰაერო თავდაცვის სისტემის 14 ბაზა იცავდა. გამოცემა საჰაერო თავდაცვის ამ რაიონს აფასებს როგორც ერთ-ერთ ყველაზე ძლიერს რუსეთში. ამჟამად რამდენიმე ბაზა დაცარიელებულია ფინეთის განზრახვის ფონზე გაწევრიანდეს ნატოში, რომელსაც რუსეთის მტრულ ორგანიზაციად მიიჩნევენ.

სამხედრო ექსპერტი მარკო ეკლუნდი მიიჩნევს, რომ საუბარი არ არის სანქტ-პეტერბურგის საჰაერო თავდაცვის მნიშვნელოვან შესუსტებაზე, რადგან ბაზებიდან გაიყვანეს С-300-ი ტიპის მოძველებული კომპლექსები, ხოლო თანამედროვე С-400ები კვლავ თავის ადგილზე რჩება.

უკრაინელი სამხედროები აცხადებდნენ, რომ რუსეთი ომში S-300-ებს იყენებს არა მხოლოდ როგორც საჰაერო თავდაცვის სისტემებს, არამედ როგორც "მიწა-მიწა" კლასის რაკეტებ, სახმელეთო სამიზნეებზე დარტყმებისთვის..

society
ზვიად გაბისონია: ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით, პედაგოგებს აქვთ უფლება განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობა

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფლება, განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი, ასევე, სპორტული საქმიანობა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ მიმართულებით არ არსებობს რაიმე ტიპის შეზღუდვა, რომელიც დამატებითი მიზნებისთვის აღნიშნული თანხმობის კონტროლის მექანიზმად გამოყენების საშუალებას იძლევა, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ.

მინისტრის მოადგილემ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ახალი კანონით, საჯარო სკოლის მასწავლებლებს სკოლის მიღმა მოსწავლეების მომზადება დირექტორის თანხმობის გარეშე აღარ შეეძლებათ, დეზინფორმაცია უწოდა.

„დეზინფორმაციაა, რომ თითქოს, აღნიშნული წერილობითი თანხმობის ვალდებულება ვრცელდებოდეს ე.წ. კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტზე. განვმარტავთ, რომ რეპეტიტორის ინსტიტუტს არ ცნობს საქართველოს განათლების შესახებ მოქმედი კანონმდებლობა, შესაბამისად, ასეთი საქმიანობა ვერ ჩაითვლება პედაგოგიურ საქმიანობად. გარდა ამისა, მასწავლებლის ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი მასწავლებელს უკრძალავს საკუთარ მოსწავლეს დამატებით გაუწიოს ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული განათლების ფუნდამენტური რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ისეთი სასკოლო მოდელის ფორმირება, რომლის შედეგადაც მშობლებს აღარ დასჭირდებათ კერძო რეპეტიტორებთან დამატებითი ხარჯის გაწევა. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული პრობლემა ქვეყანაში 30 წელზე მეტია არსებობს.

იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც საქართველოს სამეწარმეო კანონმდებლობით რეგისტრირებულნი არიან მეწარმე სუბიექტებად და ახორციელებენ სატრენინგო მომსახურებას, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის განსაზღვრულ საგნებში, ასევე უცხო ენებში, მოეთხოვებათ დამსაქმებლის მხრიდან წერილობითი თანხმობის მიღება“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way