USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
თბილისი
რუსეთმა ოდესაში არსებული მარცვლეულის ტერმინალები კალიბრის ტიპის რაკეტებით დაბომბა
თარიღი:  

რუსეთი ოდესის ოლქში ტერორს აგრძელებს, წუხელ მტერი ერთ-ერთი სასოფლო-სამეურნეო საწარმოს მარცვლეულის ტერმინალებს დაესხა თავს, - ამის შესახებ სამხრეთ უკრაინის თავდაცვის ძალების ერთობლივი საკოორდინაციო პრესცენტრის ხელმძღვანელმა, ნატალია ჰუმენიუკმა განაცხადა.

„მტერი აგრძელებს ტერორს და ეს ტერორი უდავოდ დაკავშირებულია მარცვლეულის შეთანხმებასთან. ღამით მტერი ოდესის ოლქში თავს დაესხა სასოფლო-სამეურნეო საწარმოს, სადაც მარცვლეულის მარაგის განადგურებას შეეცადა“, - აღნიშნა ჰუმენიუკმა.

მისი ინფორმაციით, რუსებმა მარცვლეულის ტერმინალებს „კალიბრის“ ტიპის რაკეტებით დაარტყეს.

ოდესის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ კიპერის თქმით, ეს ოდესის ოლქზე ბოლო ერთ კვირაში განხორციელებული მეოთხე თავდასხმაა. მან დაადასტურა, რომ თავდასხმა ერთ-ერთი სასოფლო-სამეურნეო საწარმოს მარცვლეულის ტერმინალებზე მოხდა და 100 ტონა ბარდა და 20 ტონა ქერი განადგურდა.

საზოგადოება
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის