USD 2.6744
EUR 3.1020
RUB 3.7531
თბილისი
რუსეთმა ხელფასების გადასახდელად ოკუპირებული აფხაზეთს 72 მილიონი რუბლი გადაურიცხა
თარიღი:  657

რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს ხელფასების გადასახდელად 72 მილიონი რუბლი გადაურიცხა. ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. “ფინანსთა მინისტრის” მოვალეობის შემსრულებელმა, ვლადიმერ დელბამ განაცხადა.

“იანვარში რუსეთმა უკვე გადაუგზავნა აფხაზეთს 344 მილიონი რუბლი.

მეორე ტრანშის ჯამი 72 მილიონი რუბლია. ამ თანხებიდან დაიწყო ხელფასების გადახდა ჯანდაცვის სისტემის, განათლების, კულტურის, სპორტის თანამშრომლებისთვის”, - განაცხადა დელბამ.

საზოგადოება
ოჯახებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია, სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ამოიღებენ

სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან ამოირიცხებიან ის ოჯახები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია.

აღნიშნულის შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ მიიღო და მას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 7 მაისს მოაწერა.

„თუ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მიერ ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი საანგარიშო თვის წინა 3 თვის განმავლობაში, სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებით, ყოველთვიურად ტოლია ან მეტია 1 250 ლარზე, ოჯახს შეუწყდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე”,- ნათქვამია „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის